in

ტექსტებში გახვეული Hyundai Ioniq 5 ბარბარა კრიუგერისგან

ბარბარა კრიუგერი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომელსაც დიდაქტიკური გრაფიკულ-ვიზუალური სტილი აქვს შემუშავებული. მისი ნამუშევრები ყველგან გვხვდება და რეზონანსულ გავლენას ახდენს სხვათა შემოქმედებაზეც.

ამჟამად ბარბარა განხილვის საგანი ახალი ნამუშევრით გახდა, რომელიც ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი და უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. არტისტმა Hyundai-ს მოდელი Ioniq 5 გაახვია ტექსტებში და შექმნა უსათაურო მანქანის პროექტი, რომლის ხილვაც საზოგადოებას შეეძლება როგორც გამოფენაზე სტუმრობით, ისე ლოს ანჯელესის ქუჩებში, რადგან გამოფენის გახსნის შემდეგ ის მოძრაობს ლოს ანჯელესის ქუჩებში, რათა მეტად მიიზიდოს ყურადღება და აამაღლოს ცნობადობა თავად გამოფენის შესახებაც. პროექტს ჰქვია: Thinking of You. I Mean Me. I Mean You.

ეს კრიუგერის ერთგვარი მზაკვრული ტაქტიკაა. იგი ხშირად აოცებს ხალხს სხვადასხვა მობილობით. ბილბორდებით დაწყებული, ავტობუსების გაჩერებებითა და შენობების ღობეებით დამთავრებული, ის ხშირად მიმართავს საზოგადოებას გარე სივრცეებში. მის ნამუშევრებს საიტებზე, სარეკლამო ბანერებზეც შეხვდებით და ასე ქმნის იგი ხელოვნების ძლიერ გამოცდილებას.

ლოს ანჯელესის გამოფენა მიმდინარე წლის 20 მარტს გაიხსნა და 17 ივლისამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, როგორც გითხარით სხვა მუზეუმებში გადაინაცვლებს.

აი, როგორ გახდნენ მარტორქა და თხა საუკეთესო მეგობრები

ეიფელის კოშკი სიმაღლეში გაიზარდა