პანდემიის დაწყებიდან, ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ოფისებში ფიზიკურად მისვლა და ადგილზე ურთიერთობა ნელ-ნელა აღდგენის პროცესშია. ამასთან, ჰიბრიდული სამუშაო ისევ იარსებებს, რადგან ბევრი ადამიანი დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას. ახლა კარგი დროა, რათა დირექტორებმა დაიწყონ დაგეგმვა, თუ როგორ გააგრძელებენ ორგანიზაციები მუშაობას ჰიბრიდულ პირობებში და როგორ უნდა მართონ ისინი. სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რამდენიმე საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, სტრატეგიულ კონსულტანტებს და ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორს, სურდათ გაეგოთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას. ისინი გაესაუბრნენ სკანდინავიის სხვადასხვა ქვეყნის ხუთი გლობალური კომპანიის 38 წამყვან ლიდერს, იმის გასარკვევად, თუ რა არის მათი ყველაზე დიდი გამოწვევა, ჰიბრიდული მართვის პირობებში. ისევე, როგორც რთულ რელიეფზე მანქანის ტარებამ შეიძლება უფრო სწრაფად გაამჟღავნოს სისუსტეები, ამ გარემოში ჩატარებულმა ინტერვიუებმა შეიძლება წამოწიოს ორგანიზაციის წინაშე მდგარი გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა შეისწავლონ თავიანთი ორგანიზაცია, პრობლემების უკეთ გადასაჭრელად. მათი მართვისთვის საჭიროა ახალი მიდგომები და უნარები. აი, ოთხი მთავარი იმპერატივი, რომელიც ლიდერებმა უნდა დაიცვან, ჰიბრიდულ სამყაროში მეტი ეფექტურობისთვის.
ვირტუალური სამყარო როლებსა და ამოცანებზე სხვადასხვანაირად აისახება
გამოკითხული დირექტორები ამბობენ, რომ ჰიბრიდულ პარამეტრებს თან ახლავს დაძაბულობის რამდენიმე ახალი სახეობა, ორგანიზაციის სხვადასხვა დონესა და თვით აღმასრულებლებს შორის. დირექტორები ხშირად ამბობენ, რომ ისინი საკმაოდ კმაყოფილი არიან იმით, თუ რამდენად კარგად მუშაობს მათი გუნდი ვირტუალურ ფოტმატში. მიუხედავად ამისა, მეორედან მესამე დონის აღმასრულებლები, როგორიცაა VP-ები, უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. გარკვეულწილად, ეს გასაკვირი არ არის რადგან ისინი იშვიათად ხვდებიან გლობალური აღმასრულებელი გუნდის სათავეში. ზოგიერთმა აღმასრულებელმა და საშუალო მენეჯერმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან საკუთარი ვირტუალური ეფექტურობით და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის სირთულეებით. ეს შემაშფოთებელია, რადგან საშუალო მენეჯერები, როგორც წესი, არიან ისეთებიც, ვისაც უწევდათ ახალი ოპერაციული სირთულეების პირისპირ შეხედვა და მართვა. როგორც ევროპული ლოგისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ზაფხულის შემდეგ და აშკარა გახდა, რომ ზოგიერთი მენეჯერი უფრო რეაქტიული იყო, ვიდრე აქტიური და ერთგვარად გაქრა. თანამშრობლებს არ ჰქონდათ მხარდაჭერა ან უფრო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მენეჯერებთან.“
ამრიგად, აღმასრულებელმა დირექტორებმა ფრთხილად უნდა გააკეთონ დასკვნა და დაფიქრდნენ, რის გაკეთება შეუძლიათ სხვების დასახმარებლად. ზემოხსენებული დირექტორის კომპანიისთვის ეს ნიშნავდა ”მენეჯმენტის ტრენინგისა და სწავლების გაზრდას” და ”ზედა და საშუალო მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანას”. კიდევ ერთი დაძაბულობა, რომელიც აღმოჩნდა ისაა, თუ ვინ მიიღებს წვდომას საუკეთესო ტექნოლოგიებზე. ვიდეო აპარატურის ხარისხს, ეკრანის ზომასა და ვებ-კავშირებს დიდი მნიშვნელობა აქვს ვირტუალურ გამოცდილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ აღჭურვილობას შეუძლია დიდი ROI უზრუნველყოს, ისინი ერთნაირად არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. სინამდვილეში, მკვლევართა გუნდმა იმავე კომპანიის ინტერვიუების შედარების შედეგად დაასკვნა, რომ დღეს, კარგი ინტერნეტი და მაღალი დონის კამერები “დიზაინერის ბიზნეს-ეკიპირებაა”.
ადამიანების მენეჯმენტში დეტალები მნიშვნელოვანია
არაერთი გამოკითხული ლიდერი აშკარად ხაზს უსვამს “ჰიბრიდულ პარადოქსს”: მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული კავშირი სულ უფრო იშვიათი ხდება, ადამიანების ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საუკეთესო ლიდერები უსმენენ და გამოხატავენ თანაგრძნობას, უფრო მეტ დროს უთმობენ გუნდის მენეჯმენტს. უფრო მეტ ინვესტიციას უკეთებენ კულტურის შექმნას, რომელიც მიაღწევს ტრადიციულ ოფისს და ხალხის სახლებს. აღმასრულებლები წუწუნებდნენ, რომ რთულია მთელი გუნდის კოლექტიური სულისკვეთება და სიმტკიცე. ერთ-ერთმა ლიდერმა დაასახელა მომენტები, სადაც სხეულის ენას შეიძლება მეტ-ნაკლებად მნიშვნელობა ჰქონდეს: ”წელიწადში ორჯერ, ჩვენ ვატარებთ ბიზნეს საიტების მიმოხილვას, სადაც გვყავს მთელი ხელმძღვანელობის გუნდი. მომავალში ეს პირისპირ გაკეთდება,” – აღნიშნა მან. ”შეხვედრაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ პირის სხეულის ენა, კოლეგების გამონათქვამები და ა.შ. ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ როგორ რეაგირებს ამაზე სრული გუნდი. მაგრამ ბიზნესის ყოველთვიური განხილვისთვის, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ონლაინ შეხვედრები Microsoft Teams-ში, რადგან ამისთვის სხეულის ენის წაკითხვა საჭირო არ არის.
კომუნიკაციის შეცვლის შედეგად, ბევრმა აღმასრულებელმა პირმა აღნიშნა, რომ დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და განახლებისთვის. ისინი ხშირად წუხილს გამოხატავენ, რადგან შეიძლება თანამშრომლები თავს მარტოდ გრძნობენ, მაგრამ თანამშრომლები ასევე გრძნობენ, რომ არასდროს არიან მარტო – მათი კალენდარი ყოველთვის სავსეა შეხვედრებით, უმეტესწილად იმიტომ, რომ შემდგომი შედეგები, რომლებიც ახლა არაფორმალურად ხდებოდა, ოფიციალურად უნდა იყოს დაგეგმილი. ამის მოსაგვარებლად, ლიდერებმა უნდა ისწავლონ ბევრად უფრო დისციპლინირებული, ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოების ბალანსი, დროში უფრო ფოკუსირებული მუშაობა და აუცილებლად, დასვენება. ადამიანების მართვის მსგავსი ნიუანსების დაუფლება განასხვავებს კარგ და წარმატებულ ლიდერებს წარუმატებლებისგან.
ძლიერი ცენტრალური მმართველობა აუცილებელია
ბევრმა აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ჰიბრიდულ გარემოში მათი ორგანიზაციები უკეთესი იერარქიისკენ მიდიან. მათი უმეტესობა, ასევე, ცდილობდა გაეძლიერებინა თანამშრომლები, რომლებსაც პანდემიის განმავლობაში უფრო და უფრო სწრაფი კავშირი სჭირდებათ ბიზნეს ერთეულებთან. აღმასრულებელმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბიზნესის ერთეულებში თანამშრომლებმა ხელი შეუწყეს ინოვაციების განვითარებას; ზოგიერთმა კი თქვა, რომ ინდუსტრიის მოთამაშეებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გაიზარდა. ეს ყველაფერი კარგად და დემოკრატიულად ჟღერს. ახლა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ ტრანსფორმაციამ უფრო მაღალი შედეგი მოიტანოს და არა ქაოსი. ერთმა ლიდერმა თქვა: ”თქვენ უნდა იფიქროთ, თუ როგორ ახდენთ მთელი ორგანიზაციის რეაგირებას სიტუაციაზე და როგორ უნდა ხელმძღვანელობდეთ სხვადასხვა ჯგუფებს. ყველა ამ მოქმედების უკან უნდა არსებობდეს სტრუქტურა და ერთდროულად უნდა გამოიყურებოდე ახლოს და შორს. ” მეტი ადგილობრივი რეაგირებისა და ინიციატივის ჩართვა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორგანიზაციას აქვს მკაფიო და საერთო ხედვა. მომდევნო წლის განმავლობაში, მმართველმა გუნდებმა უნდა დახარჯონ დრო ამ ახალი ინტეგრაციული მექანიზმების სრულყოფილად მოწესრიგებასა და განმტკიცებაზე.
ჰიბრიდული მოდელის პირობებშიც კი მნიშვნელოვანია ანტიკრიზისული მზაობა
რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას დასჭირდა ესარგებლა წინასწარ განსაზღვრული, კრიზისისგან დამცავი პროცესებით და მოდელებით. „ჩვენ ყოველთვის საუკეთესოს იმედი გვაქვს, მაგრამ ვემზადებით უარესისთვის ”, – განმარტა ერთ-ერთი მრავალმილიარდიანი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორები ვერ ითვალისწინებენ ყველა დეტალს ყველა პოტენციური მოვლენისთვის, მათ შეუძლიათ განავითარონ ძლიერი შიდა პროცესები. მაგალითად, მრავალი კრიზისი, გადამდები დაავადება ან კატასტროფა, რომელიც ქალაქებს ემართებათ, მაგალითად ნიუ-იორკის ქარიშხალი, სენდის წყალდიდობა, კომპანიებს განაწილებული სამუშაო ძალისკენ უბიძგებს. სხვა, როგორიცაა კიბერშეტევები, ინტერნეტის / კომუნიკაციის მასშტაბური გათიშვები და ელექტროენერგიის ქსელის გაუმართაობა უბიძგებს ჯგუფებს, ჰქონდეთ რეზერვები. ჰიბრიდული მოდელი საშუალებას აძლევს ლიდერებსა და გუნდებს უფრო მარტივად აიმაღლონ პრობლემები რთულ მომენტებში, ფიზიკური და ვირტუალურ გარემოში თითოეული ადამიანის როლის გაზიარების, აგრეთვე ზემოთ მოყვანილ მესამე იმპერატივში აღნიშნულ ძლიერ პროცესებსა და კონტროლის სისტემებში ინვესტიციის გამო.
წყარო: HBR