in

სამი რამ, რაც სამუშაოს ჰიბრიდული მოდელის მართვისას უნდა გაითვალისწინოთ

ჰიბრიდული მუშაობის მიმზიდველი მახასიათებლები ეფექტური მართვის გარეშე, შესაძლოა, საზიანო და არაკომფორტული აღმოჩნდეს

გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი შექმნა და ადამიანების ყოველდღიურობა საგრძნობლად შეცვალა. ოფისებში თავმოყრილმა თანამშრომლებმა სამუშაოდ პირად სივრცეებში, ხოლო კოლეგებთან საკომუნიკაციოდ – ვირტუალურ პლატფორმებზე გადაინაცვლეს. ახლა, როდესაც მსოფლიო პოსტ-პანდემიურ პროცესში შედის და მხარეებს არჩევნის საშუალება უკვე აქვთ, უამრავი დამქირავებელი და თავად დაქირავებულიც, ოფისებში დაბრუნების ნაცვლად, სრულად დისტანციურ ან შერეულ სამუშაო რეჟიმს ირჩევს.

შეუძლებელია იმის უნივერსალურად განსაზღვრა, პროფესიული საქმიანობის შესრულება ოფისიდან სჯობს თუ სახლიდან. ამის დადგენა უამრავ განსხვავებულ ფაქტორზეა დამოკიდებული – კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან დაწყებული და დაქირავებული თანამშრომლის ინდივიდუალური მახასიათებლებით დამთავრებული. სხვა განმაპირობებლებს შორის, სამუშაო რეჟიმის შერჩევა, პროცესის დინამიკაზეცაა დამოკიდებული. ერთი და იმავე ორგანიზაციის საქმიანობა, ზოგიერთ პერიოდში, შესაძლოა, დისტანციურად უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდეს, ზოჯერ კი პირიქით. ამდენად, ხელმძღვანელებისთვის ხშირად საუკეთესო გამოსავალი ჰიბრიდული ვერსიის შესაძლებლობაა. შერეული სამუშაო რეჟიმის წარმოება გაცილებით დიდ შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს შეიქმნას ინკლუზიური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომელთა უთანასწორო და არათანაბარი პირობები მინიმუმამდე შემცირდება.

სხვადასხვა კომპანიისთვის ჰიბრიდული, ინკლუზიური სამუშაო კულტურის ჩამოყალიბების პროცესი განსხვავებულად ბალანსდება. ეს დამოკიდებულია როგორც ორგანიზაციის ზოგად, ისე მისი თანამშრომლების ინდივიდუალურ პრიორიტეტებსა თუ ინტერესებზე.

გთავაზობთ 3 ძირითად ფაქტორს, რომლის სწორად მართვაც დაბალანსებული ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. 

მუშაობა ნებისმიერ დროს თუ განსაზღვრული გრაფიკი?

იმუშაოთ ნებისმიერ დროს ხშირად ნიშნავს, რომ იმუშაოთ ყოველთვის. ასეთ რეჟიმში იქმნება მოლოდინი, რომ მუდამ ხელმისაწვდომი ხართ და/ან უნდა იყოთ. ეს შეგრძნება ზოგიერთი ადამიანისთვის, თუნდაც ასე ნაკლები მუშაობა უწევდეს, მაინც დისკომფორტს ბადებს და მის პროდუქტიულობას აზიანებს.

მუდამ ხელმისაწვდომობის თავიდან ასაცილებლად, თუმცა მოქნილი პირობების შესანარჩუნებლად ეფექტური მეთოდია წინასწარგანსაზღვრული მორგებული გრაფიკი, როცა ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ როდის იმუშავებენ და როდის – არა. ასეთი მიდგომა  გიდასტურებთ, რომ იარსებებს განსაზღვრული დრო, როცა ხაზგარეშე ყოფნა შეგეძლებათ. თუმცა დისტანციურ რეჟიმში, როცა ადამიანები სამუშაო პროცესს სხვა საქმიანობებთან ათავსებენ და პროფესიული აქტივობებისთვის სასურველ განრიგს ქმნიან, რთულდება სამსახურის „გათიშვის“ ეფექტი. კვლევები გვიჩვენებს, რომ პანდემიის პირობებში, სამუშაო დროის დიაპაზონი გაიზარდა, რაც ხელს უწყობს ინდივიდის „გადაწვას“. გარდა ამისა, ამან გამოიწვია ისიც, რომ თანამშრომლები საქმიან კომუნიკაციას ხშირად არასამუშაო დროს ამყარებდნენ, რაც, შესაძლოა, ზოგადი პროცესისთვის საზიანო აღმოჩნდეს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ზოგიერთი ორგანიზაცია სატელეფონო ზარებისა და ელ.ფოსტების დაგეგმარებას მიმართავს.

ამდენად, ეფექტური სამუშაო რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად, ორგანიზაციამ  უნდა მართოს სამუშაო დროსთან დაკავშირებული საკითხები. შერეული და დისტანციური რეჟიმების შემთხვევაში, ამის რეგულირება გაცილებით რთულდება და ეფექტური მართვის გარეშე, მოქნილი გრაფიკის მიმზიდველი მახასიათებლები, შესაძლოა, საზიანო და არაკომფორტული აღმოჩნდეს, როგორც ინდივიდისთვის, ისე ორგანიზაციისთვის. 

იზოლაცია და ინტერაქტივი

პანდემიამ შეგვახსენა რამდენად მნიშვნელოვანია ოფისში წარმოქმნილი კოლეგიალური ურთიერთობები. ადამიანები თანამშრომლებთან პირდაპირი კომუნიკაციით თავს პროცესის ორგანულ ნაწილებად აღიქვამენ, ხოლო დისტანციურ რეჟიმში ისინი მარტოები რჩებიან, რაც იზოლირებულობის შეგრძნებას იწვევს. თქვენი სახლი – პირადი, ინტიმური სივრცე სადაც, შესაძლოა, გეკეთებინათ ნებისმიერი რამ, მუშაობა კი ვერასდროს წარმოგედგინათ, ახლა ფონად იქცა, რომელიც კოლეგებთან კომუნიკაციისას თქვენს უკან ჩნდება და ეს ბევრი ადამიანისთვის უცნაურია. ამდენად, ორგანიზაციებმა ვირტუალური თანამშრომლობის პირობებში, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ადამიანებმა თავი იზოლირებულებად არ იგრძნონ და მატი ინტერაქტივი არა უცხო გარემოში შეჭრის, არამედ საკუთარი საქმის კეთების შეგრძნებას ტოვებდეს. ამისთვის, ზოგიერთი კომპანია ვირტუალურ რეჟიმშიც კი გამოყოფს დროს არა საქმიანი საუბრებისთვის, რათა შესუსტდეს გაუცხოების პროცესები და კოლეგებმა მეგობრული კავშირების გაძლიერებით თავი პროცესის ორგანულ ნაწილებად იგრძნონ. 

შესაძლებელი და სასურველი

ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის დანერგვა იძლევა მიმზიდველ დაპირებას, რომ ადამიანებს საქმიანობა სახლიდანაც შეეძლებათ და ოფისშიც. თუმცა მიუხედავად ამ დიდი პლუსისა, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოქნილი, დისტანციური მუშაობის არჩევა, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ინდივიდისთვის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ჰიბრიდული რეჟიმი გვაძლევს შესაძლებლობას, რომელიც ზოგჯერ არასასურველია. სხვადასხვა ადამიანისთვის არჩევანი განსხვავებული ფაქტორებითაა განპირობებული, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს. მაგალითად, ზოგიერთს სხვებზე მეტი საყოფაცხოვრებო საზრუნავი აქვს და დისტანციური რეჟიმი მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ეს არჩევანიშესაძლოა, დაწინაურების პროცესის შენელებად დაუჯდეს. ნაკლები ინტერაქტივი, პროცესის შორიდან აღქმა, ვირტუალური კომუნიკაცია და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელი ხელმძღვანელობისთვის უფრო დაუფასებელი და შეუმჩნეველი ხდება.

ამდენად, ჰიბრიდული რეჯიმის შემუშავებისას აუცილებელია მსგავსი ფაქტორების გათვალისწინება და ადამიანური რესურსის შესაბამისი მართვა, რათა თანამშრომლებს შორის უთანასწორო პირობები არ შეიქმნას. ესსაზიანოა როგორც დაზარალებული ინდივიდისთვის, ისე თავად ორგანიზაციისთვისაც.



ჰაკერებმა 2.2 მილიონი დოლარის NFT მოიპარეს!

მიიღე მეტი სარგებელი – თეგეტა მოტორსში ქეშბექი დაბრუნდა