in

საჭიროებს ცვლილებებს ჰიბრიდული სტრატეგია?

კომპანიები კვლავაც უბიძგებენ თანამშრომლებს დაუბრუნდნენ ოფისურ გარემოს, აგრძელებენ დისკუსიას იმაზე, თუ რამდენი დღე უნდა იმუშაონ თანამშრომლებმა ოფისიდან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ერთნაირი მიდგომა ამართლებს მაშინ, თუკი სამუშაო უნივერსალური ამოცანებისგან შედგება, ჰომოგენურ სამუშაო გარემოში. რასაკვირველია, ასეთი რამ არარსებობს. თანამშრომლებისთვის ძალდატანების ნაცვლად, აღმასრულებელმა დირექტორებმა უნდა მისცენ უფლებამოსილება წინა ხაზის მენეჯერებს, დეტალურად და სათანადოდ აღიქვან გუნდის წევრების მუშაობის სტილი და პერფორმანსი. ასევე, უნდა განიხილონ გენერაციული AI-ის გავლენა, რომელიც ყველა ამ ფაქტორზე ახდენს გავლენას.

კომპანიები გზაჯვარედინზე დგანან

ერთი მხრივ, შეგვიძლია გავუგოთ კიდეც დირექტორებს. მათ ხომ უამრავი ხარჯი აქვთ – უნდა გადაიხადონ ოფისის ქირა, თანამშრომელთა დაბალი დასწრების მიუხედავად და გუნდის წევრებს ცარიელი ოთახებიდან ეკონტაქტონ. ამავდროულად, ისინი ებრძვიან სამუშაო ძალის გადინებას, სახელმწიფოსგან დაწესებულ შეზღუდვებსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოსავალი სულაც არ არის თანამშრომელთა ძალით დაბრუნება ძალდატანება, დაბრუნდნენ ოფისებში. თანამშრომელთა კონტროლი ძველებურად აღარ მუშაობს. Slack-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 18,149 თანამშრომელი და ხელმძღვანელი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ თანამშრომელთა დროის 32% იხარჯება შესრულებულ სამუშაოზე. 63% კი იმაზე, რომ დაკავებული ჩანდეს.

ადაპტირდება თუ რეგრესს განიცდის თქვენი კომპანია?

ოფისში ფიზიკურად ან ონლაინ მუშაობის დროს, მეტი პროდუქტიულობის საკითხი უფრო ფართოდ განსახილველი თემაა. არაერთ ხელმძღვანელს უძნელდება მუშაობის ისეთი გზების ათვისება, რაც მათთვის უჩვეულოა. მათ თავი დაიმკვიდრეს ისეთი კულტურის პერიოდში, როდესაც დილის 10-დან საღამოს 6-მდე მუშაობა ნორმა იყო და მუშაობის სხვა სტილი ნაკლებად მისაღებად ითვლებოდა.

ყველაზე წარმატებული ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ძალიან კომპლექსურია ხისტი მიდგომიდან გადასვლა იმ სტილზე, სადაც მენეჯერები, რომლებიც სამუშაოს საყრდენს წარმოადგენენ, გუნდისა და მომხმარებლებისთვის სწორი უნარებითა და ხელსაწყოებით არიან შეიარაღებულები.

გაერკვიეთ, რა სჭირდება თქვენს საქმეს

როდესაც ოფისის 1500 თანამშრომელს ჰკითხეს, თუ როდის სურდათ ოფისში ყოფნა, აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს ოფისიდან მხოლოდ ისეთი საქმეების კეთება უნდოდათ, რის კეთებაც მის გარეთ შეუძლებელია. ასევე, გამოიკვლიეს, თუ რამდენ ხანს საჭიროებენ თანამშრომლები დავალებების შესრულებისას. აღმოჩნდა, რომ ცალკეული თანამშრომლები თავიანთი დროის 37%-ს ხარჯავენ სამუშაოზე, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ ყველაზე ეფექტურად კეთდება ოფისში ყოფნისას; მენეჯერებისთვის და აღმასრულებლებისთვის ეს მაჩვენებელი 49%-მდეა. ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეისწავლონ, რა შემთხვევაში კეთდება საქმე უკეთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, გენერაციული AI-ის პირობებში, რომელი ტიპის ფუნქციები სრულდება უკეთ. გამოკითხვის თანახმად, თანამშრომელთა 65%-ს სურს იმუშაოს დისტანციურად, თუმცა ამ სამუშაოს ნაწილი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს გენერაციული AI-ის გამოყენებით. ექსპერიმენტებმა, რომელიც BCG-ის კოლეგებმა ჩაატარეს HBS-ის, MIT-ის, უორტონის და უორვიკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მხარდაჭერით, ცხადყო, რომ თუკი ამოცანები კრეატიულ იდეებს ეხება, GenAI აგენერირებს კონტენტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს როგორც საბოლოო მონახაზი.

გაიაზრეთ ადამიანების საჭიროებები

გამოკითხვაში, იმ დასაქმებულთა 90%, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ქალი, მომვლელი, LGBTQ+ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი, ამჯობინებს სამსახურის ისეთ ვარიანტს, სადაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იყოს თუ არა ადგილზე ოფისში. ეს მაჩვენებელი 30%-ით აღემატება იმ თანამშრომლების რაოდენობას, რომლებიც არ შედიან ამ სეგმენტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: თუ ორგანიზაციაში ზრუნავთ მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიურობაზე, სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი სამუშაო მოდელი.

გადააფასეთ, როგორ სრულდება სამუშაო

ოფისი, როგორც ადგილი, არის სამუშაოს შესრულების ერთ-ერთი საშუალება. ჩვენ ვიყენებთ ოფისს ისევე, როგორც რომელიმე ტექნოლოგიას, ციფრულ თუ ფიზიკურ ინსტრუმენტს, საკომუნიკაციო საშუალებებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ რესპონდენტთა 62%-მა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ხმის უფლება სამუშაო მოდელთან დაკავშირებით. ეს ნაკარნახევია ან კომპანიის მასშტაბით, ან მათი მენეჯერების მიერ. გამოკითხულთა 39%-მა განაცხადა, რომ მათი დამსაქმებელი წყვეტს, თუ სად იმუშავებენ. ამ კომპანიებში დასაქმებულთა 24% უკმაყოფილო იყო ორგანიზაციის ასეთი მიდგომით.

ჩადეთ რესურსები ახალი მენეჯერული ძალის ჩამოყალიბებაში

სამუშაო ადგილმდებარეობის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს იმ მენეჯერების მხრიდან, რომლებიც გუნდებთან მუშაობენ, წინა ხაზზე. ისინი ყველაზე ახლოს არიან ადამიანების საჭიროებებთან და ორიენტირდებიან სამუშაოს შესრულებაზე. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ახალი მენეჯერული უნარები. მენეჯერებმა ხელი უნდა შეუწყონ მსგავსი საკითხების განხილვებს და დააკავშირონ თავიანთი გუნდები იმის მიხედვით, თუ სად, როდის და როგორ სრულდება სამუშაო. მათ უნდა ჩაატარონ ყოველკვირეული რეტროსპექტივები იმაზე, თუ რა გაკეთდა, რა არა და რა უნდა შეცვალონ მომდევნო კვირაში.

ასევე, მენეჯერებმა უნდა შექმნან ერთიანი კულტურა, განავითარონ, შთააგონონ, გაუწიონ მენტორობა ჰიბრიდულ გუნდებს. ასევე, უნდა დააკმაყოფილონ თანამშრომლების ემოციური და ფუნქციური საჭიროებები. BCG-ის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ (რომელიც 9 ქვეყანაში ჩატარდა) თანამშრომლების მოლოდინებზე სამსახურში ლიდერობის შესახებ, აჩვენა, რომ საუკეთესო ოთხი თვისება, რომელიც ახასიათებთ დიდ ლიდერებს, არის შრომის აღიარება, სწავლება და განვითარება, თანაგრძნობა და ზრუნვა.

წყარო: HBR



დავით ბირმანი World Marketing Summit 2023-ის საპატიო მომხსენებელთა შორისაა!

რატომ დაარქვეს პირველ კლონირებულ ცხოველს მომღერლის სახელი?