in

ჰიდროპონიკური სისტემა, რომელიც მცენარეების მოსარწყავად წყალს ტუალეტიდან და სარეცხი მანქანებიდან იყენებს

უკვე კარგა ხანია, დადგინდა, რომ უკვე მოხმარებული წყლით შესაძლებელია მცენარეების მორწყვა. ეს ეხება თუნდაც სამოსის თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მიერ მოხმარებულ წყალს, თუმცა კი, ეს წყალი არ უნდა შეეხოს მცენარის იმ ნაწილს, რომელზეც ნაყოფია განთავსებული. ნახმარი წყლის ხელახლა მოხმარებას ორნაირი სარგებელი აქვს: 1. ამით ვზოგავთ წყალს და 2. წყლის დაბინძურებას ვუშლით ხელს.

ჰიდროპონიური სისტემა დღესდღეობით სხვადასხვა ტიპის მცენარეების გაშენების პოპულარული ხერხია. ჰიდროპონიკა ნიადაგის გარეშე მცენარეების განვითარებას  ეწოდება. ეს ხერხი განსაკუთრებით მოსახერხებელია სახლის შიგნითა ბაღის გასაშენებლად.

“Grow” ამგვარი ჰიდროპონიური სისტემაა, რომელიც მცენარეების აღმოსაცენებლად სწორედ რომ უკვე მოხმარებულ წყალს იყენებს. იგი წყალს ჭურჭლის, ტანსაცმლის სარეცხი მანქანებიდან და ტუალეტიდან იღებს. თუმცა, რეალურად, Grow, უმეტესწილად, არ იყენებს ე.წ ნაცრისფერ წყალს. როდესაც ტუალეტი ირეცხება, ავზში ჩასხმული წყალი პირველ რიგში მცენარეებს მიეწოდება, ირწყვება მცენარეები და შემდეგ უკვე ამ სისტემის მერ ნახმარი წყალი ჩაედინება კვლავაც ავზში. რამდენად აკონტროლებს ეს სისტემა ზედმეტ მორწყვას, ეს ჯერ ჩვენთვის უცნობია, თუმცა, აშკარაა, რომ იდეა საკმაოდ ინოვაციური და ახალია.

პირველი “NFT ციფრული სახლი” იყიდება!

driving.myauto.ge – განახლებული პლატფორმა, მართვის მოწმობის მარტივად ასაღებად