6
Sep
2019

აფთარი, როგორც ბულინგის მსხვერპლის შიშის ვიზუალური მეტაფორა

6 Sep 2019



დიდ ბრიტანეთში, სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია “Barnardo-მ“, რომელიც მოსწავლეებს უკვე მენტალური ჯანმრთელობის მომსახურებასაც უწევს, კამპანია, სახელწოდებით, „მენდე“ წამოიწყო.

კომპიუტერული გრაფიკის – CGI აპლიკაციით, კამპანიის ფარგლებში შექმნილ ნამუშევარში, ბულინგის მსხვერპლი გოგონას განცდების მეტაფორულ სახედ აფთრები გვევლინებიან.

სააგენტო FCB Inferno-ს მიერ, სემ ბრაუნის რეჟისორობით შექმნილ ვიდეორგოლში, სიუჟეტი ასე ვითარდება: მოზარდი გოგონა, სხვების მხრიდან დამცირების მოლოდინით, სახლიდან გასვლამდე განიცდის, რომ სკოლაშია წასასვლელი. შემდეგ, დერეფანში შეშინებული და მობუზული უცდის, სანამ მის ნივთებს იატაკზე მოისვრიან. სახლში დაბრუნებული, თითქოს, უსაფრთხო ზონაში უნდა გრძნობდეს თავს, თუმცა ბულინგი ტელეფონზე მოსული მესიჯებით გრძელდება.

დაძაბული სიუჟეტი მას შემდეგ იცვლება, რაც მოსწავლეს “Barnardo-ს“ სპეციალისტის წინ, ხელში სათამაშოთი ვხედავთ… სწორედ ამ მომენტში, მისი გონებიდან, აფთრებიც ქრებიან.

ესაა კამპანიის ფარგლებში შექმნილი 3 ვიდეორგოლიდან პირველი. თითოეულის სიუჟეტი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, თუმცა ნამუშევრის გმირები მსახიობები არიან.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სკოლის პრობლემების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მსხვერპლი მოსწავლეების მხარდაჭერა იყო. რაც შეეხება ვიდეორგოლში კომპიუტერული გრაფიკის ელემენტების გამოყენებას, ამით, მათ ტელემაყურებლებს შესაძლებლობა მისცეს, თავი იმ ბავშვების ადგილას წარმოედგინათ და უფრო ზუსტად ეგრძნოთ ის, რას განიცდიან ბულინგის მსხვერპლები და რა ზეგავლენა შეიძლება ამას მათს მენტალურ ჯანმრთელობაზე ჰქონდეს.

Credits

Date
Sep 05, 2019
Client:
Barnardo’s
Agency:
FCB Inferno-London
Senior Account Manager:
Jack Steer
Senior Account Director:
Jessie Landers
Strategy Director:
Helen St.Quintin
Creative Director:
Ben Edwards
Creative Director:
Guy Hobbs
Creative:
Jayshree Viswanathan
Creative:
Chelsey Redshaw
Producer:
Charlie Coombes
Director of Marketing, Brand & Communications:
Devia Gurjar
Brand Marketing Manager:
Sian Beveridge
Production Company:
Rogue Films
Director:
Sam Brown
Executive Producer:
James Howland
Producer:
Emma Butterworth
Offline Edit House:
Final Cut
Post Production:
The Mill
Sound:
Factory
VFX:
The Mill
Executive Producer:
Alex Fitzgerald
Producer:
Kirsty Ratcliffe
Production Coordinator:
Dan Crozier
Executive Creative Director:
Jonathan Westley ‘Wes’
Creative Director:
Jorge Montiel

განხილვა