ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ენერგეტიკული სასმელი “Hype”-ისთვის ოდრი ჰეპბერნის და მარი-ანტუანეტის როლი მოირგო.
ვიდეორგოლში, “ოდრი ჰეპბერნი” ველოსიპედით სეირნობისას შემთხვევით გონებას კარგავს. გონებადაკარგული “ოდრი ჰეპბერნი” საფრანგეთის დედოფალი, “მარი-ანტუანეტი” ხდება. აქ პირველ რიგში სარეკლამო რგოლის გრიმიორების ნამუშევარია შესაფასებელი, რომლებმაც შავგვრემანი კიმ კარდაშიანი ქერა, გაფითრებული სახის მქონე დედოფლად აქციეს.
რეკლამას სტანდარტული ფინალი აქვს. ერთი ყლუპი ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ მსახიობი რეალობას უბრუნდება და გზას განაგრძობს.
https://youtu.be/ZQNKrRoyxKY











