20
Dec
2018

ილონ მასკმა მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბის პირველი პროტოტიპი წარადგინა

20 Dec 2018

ილონ მასკმა მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბის “Hyperloop” პირველი პროტოტიპი წარადგინა. 1,8 კილომეტრიანი გვირაბში გადაადგილება მასკის კომპანია “SpaceX-ის” მანქანის”Model X” მეშვეობით შეიძლება და იგი მას 30 წამში დაფარავს. 6 000 ნაბიჯის სიგრძის გვირაბი მასკმა ლოს ანჯელესში ჰაუტორნის მუნიციპალური აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე წარადგინა.

mBank QR
mBank QR

აღსანიშნავია, რომ “Hyperloop” წარმოადგენს ვაკუუმურ გვირაბს, რომელიც გულისხმობს უსწრაფესი ტრანსპორტის – მაღალსიჩქარიანი (1200 კმ/სთ) რკინიგზის შექმნას, რომელიც ნებისმიერ სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტზე უფრო მალე დაფარავს მანძილს. მასკმა ეს იდეა პირველად 2012 წელს წამოაყენა და მისი მიზანია საცობებისა და სხვა სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრა.

 

განხილვა