Hyundai Motor-მა შეიძენა Boston Dynamics და მოლაპარაკება საბოლოოდ 10 დეკემბერს, Hyundai-ის სხდომაზე გაფორმდება. როგორც ცნობილია, გარიგება $921 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რა სახის იქნება Hyundai-სა და Boston Dynamics-ის ერთობლივი საქმიანობა.
რობოტები Hyundai– ს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ოქტომბერში თავმჯდომარედ ჩან იუსანი დაინიშნა. კომპანიის განცხადებით, რობოტიკა მისი მომავალი ბიზნესის 20%-ს შეადგენს.
მართალია, Hyundai Robotics 2017 წლიდან არსებობს, მაგრამ ოფიციალური საქმიანობა 2020 წლიდან დაიწყო.
კომპანიის საავტომობილი ჯგუფმა ინვესტიცია ავტონომიურ მანქანა 42dot-სა და Realtime Robotics-ში ჩადო 2019 წელს. ასევე, Aptiv-თან ერთად შექმნა $4 მილიარდიანი ავტონომიური ავტომობილების საწარმო.