17
Sep
2019

„ჰიუნდაის“ დასაკეცი სკუტერი, რომელიც მანქანას მოჰყვება

17 Sep 2019

veon
veon


ქალაქის ცხოვრების სტილისა და რიტმისგან გამომდინარე, ხშირად, მძღოლს, პარკინგზე მანქანის გაჩერების შემდეგ, კვარტლების ფეხით გავლა უწევს. ფეხით სიარული, ერთი მხრივ, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა, არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა შეხვედრაზე გაგვიანდება. დღეისათვის, თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ზრუნავს „ბოლო პუნქტამდე“ მისასვლელი ტრანსპორტის თავიანთ ახალ მოდელებში ინტეგრირებაზე. მაგალითად, Hyundai და Kia ერთობლივად აპირებენ დასაკეცი სკუტერის გამოშვებას, რომელიც მანქანაში ინტეგრირდება.

Hyundai-ში ამბობენ, რომ სკუტერს 10.5 ამპერი საათში (Ah) ლითიუმის ბატარეა ექნება, რაც ნიშნავს, რომ მისი დახმარებით, ერთ დატენვაზე, 20-მდე კილომეტრის გავლას შეძლებთ. მისი სიჩქარეც ასეთია – 20 კილომეტრი საათში. Hyundai გეგმავს, რომ სკუტერი მანქანის კარის ქვეშ იყოს მოთავსებული. მის დატენვაზე კი თქვენი ავტომობილი იზრუნებს, იმ ენერგიით, რომელსაც მოძრაობისას გამოიმუშავებს. სკუტერის წონა 7 კილოგრამია.

Hyundai-ს, ჯერჯერობით, არ უსაუბრია სკუტერის გამოშვების თარიღზე, თუმცა, სავარაუდოდ, სკუტერის გამოჩენა ბაზარზე ბრენდის ახალი ავტომობილის გამოშვებას დაუკავშირდება.

განხილვა