Hyundai– მ ახალი Hyundai Santa Fe– ს კამპანია წამოიწყო, სადაც აქცენტი მშვიდ ოჯახურ ტრანსპორტირებაზე კეთდება.
შემოქმედებითი სააგენტო Innocean Australia-ს სტრატეგია იყო, ახალი „სანტა ფეს“ წარმოჩენა ოჯახური ქაოსის შესანიშნავ ანტიდოტად. ინტუიციური დიზაინი მანქანაში გარემოს ქმნის, რომელიც დაძაბულობას ჭრის და ყველა წევრის კომფორტულ და ბედნიერ მგზავრობას უზრუნველყოფს.
ვიდეორგოლში ვხედავთ ორ დაპირისპირებულ და-ძმას, რომლებიც მყისიერად გარდაიქმნებიან არფებიან პატარა ანგელოზებად და სრულ ჰარმონიაში იწყებენ Enya’s 80’s classic Orinocco Flow-ს მღერას. „სანტა ფეს“ მიღმა სამყაროში მოტოციკლეტის კურიერი იქცევა გაბრწყინებულ თეთრ ცხენოსნად, საქარე მინის მწმენდავი და ავტობუსის მგზავრები კი ციური გუნდის სხვა წევრებდ გარდაიქმნებიან.