in

კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის — Hyundai თავის ფესვებს „უბრუნდება“

BOG
BOG

1974 წელს Hyundai Motors-მა თავისი პირველი კონცეპტუალური მანქანა წარმოადგინა, სახელწოდებით Pony. ეს იყო კომპაქტური, უკანა ამძრავიანი ავტომობილი, ორიგამის ხელოვნებით შთაგონებული. მართალია, მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩაეშვა წარმოებაში, მაგრამ მისი დებიუტი მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი ეტაპი აღმოჩნდა კომპანიისთვის კორეის ომისშემდგომ პერიოდში.

ახლა კი ბრენდმა, ამ გადამწყვეტი მომენტის პატივსაცემად, სიმბოლური პროექტი წამოიწყო. Hyundai-მ სამხრეთკორეული ინდი როკ ჯგუფი Jannabi ჩართო კამპანიაში და ერთობლივი ნამუშევარი შექმნეს — სიმღერით გაფორმებული ვიდეორგოლი, რომელიც წარსულის ემოციურ  მოგონებებზეა ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სენტიმენტალური მოგზაურობა სიუჟეტის ძირითად ბირთვს წარმოადგენს, ყურადღების ცენტრში ექცევა Pony1 მოდელი. ეს უკანასკნელი რეტრო-ინსპირირებული სეულის ქუჩებში გადაადგილდება…

გარდა ამისა, ვიდეოში ჩნდება IONIQ 5 ელექტრომანქანა, რაც სიმბოლურ გადასვლას წარმოადგენს წარსულიდან აწმყოში.

iPhone 14 Pro-ს მეშვეობით გადაღებული ფილმი და მექსიკური თავგადასავალი

Google სამედიცინო AI ჩეტბოტზე მუშაობს — რა შეეძლება მას?