in

და თქვენ როგორ წარმოთქვამთ Hyundai-ს სახელწოდებას?

Hyundai ამტკიცებს, რომ 2023 წელი მისი ბრენდის ახალი დასაწყისია და გვთავაზობს ახალ მარკეტინგულ კამპანიას, რომლის საშუალებითაც, ავტომწარმოებელს სურს შეცვალოს ბრენდის სახელწოდების გამოთქმა “Hy-un-dai”-დან “Hyun-day”-ზე. როგორც ბრენდი აცხადებს, ეს უკანასკნელი წარმოადგენს გლობალურ გამოთქმას და უკეთ ასახავს კორეულ ხასიათს.

ამ ცვლილების გასავრცელებლად Hyundai-მ შექმნა ახალი რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ეძებს l IONIQ 5-ის პოტენციური მყიდველი Hyundai-ს შოურუმს ხმოვანი მესიჯის მეშვეობით თავის ტელეფონში და გამოთქმიდან გამომდინარე, ტელეფონის საძიებო ასისტენტი ზუსტად ვერ აგნებს მისამართს, რის გამოც სხვადასხვა მცირე ბიზნესის ლოკაციას უგდებს მსგავსი დასახელებით.

ამ 30-წამიანი კლიპის მთავარი თემა ასეთია: „თუ აქამდე ფიქრობდი, რომ იცნობდი ჩვენს მანქანებს და იცოდი, როგორ უნდა წარმოთქვა ჩვენი სახელი, დროა კიდევ ერთხელ დაფიქრდე”.

Apple TV+-ის რეკლამაში ერთი სურვილით შეპყრობილი ტიმოთი შალამე გამოჩნდა

რა გავლენა აქვს ფასების ცვლილებას მომხმარებელთა ყიდვის გადაწყვეტილებაზე? — კვლევა