in

შეკითხვები დიდებული მოვლენების სრულყოფის წინაპირობაა – ამბავი „ჰიუნდაი ტუსანისა“ და „მარველის“ ლოკის დაძმობილებაზე

კითხვების მთელი ეს კასკადი „ჰიუნდაი“ 2022 „ტუსანის“ – ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიურად დაწინაურებული ავტომობილის აუდიტორიისთვის სწორად წარმოჩენას ემსახურება.

„დღეები რომ დათვლილი გქონდეს და იცოდე, რამდენიმე წელიწადში მაინც მოკვდები, ქვას უკან დააბრუნებდი, თუ რამეს შეცვლიდი?“ გვეკითხება „მარველის“ ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი ლოკი, რომელიც „ჰიუნდაის“ კამპანიის – Questions Everything – ფარგლებში გადაღებულ ვიდეორგოლში გამოჩნდა.

ვიდეორგოლის შინაარსი, სადაც მთავარი პერსონაჟი ლოკია, მკითხველისთვის უფრო ცხადი რომ გავხადოთ, უფრო ვრცლად შევეცდებით, მოგიყვეთ სიუჟეტის მთავარი გმირის მიერ დასმული კითხვის მოტივს:

„მარველის“ „შურისმაძიებლები“ და მათი მოკავშირეები სამყაროს დაცვას განაგრძობენ იმ საფრთხეებისგან, რომელიც ნებისმიერი გმირისთვის უზარმაზარია, კოსმოსური ჩრდილებიდან ახალი საშიშროება ჩნდება – თანოსი, დესპოტი ინტერგალაქტიკური მდაბიოობიდან. მისი მიზანი უსასრულობის ექვსი ქვის, წარმოუდგენელი ძალაუფლების ნიმუშების შეგროვება და ყველა რეალობისთვის ზიანის მიყენება აღმოჩნდება.

თანოსი ამას ახერხებს. ნახევარ სამყაროს აქრობს, ერთ-ერთ პერსონაჟ ლოკისაც კლავს და არც უსასრულობის ქვების განადგურება ავიწყდება. შურისმაძიებლებს სამყაროს გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალიღა რჩებათ – დროში უკან დაბრუნდნენ და თანოსს ქვები წაართვან.

როცა „ევერჯენსები“ წარსულში დაბრუნდებიან, შემთხვევით, ეს ქვა ლოკის ხელში ჩაუვარდება. მიხვდება რა, რომ ამ ქვას დიდი შესაძლებლობები აქვს, ამით უფრო ძლიერი ხდება და ქრება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ დროში უკან გადასვლის მთავარი პირობაა, რომ შურისმაძიებლები აწმყოში დაბრუნდნენ, ქვები სამყაროს აღსადგენად გამოიყენონ და შემდეგ ეს წარმოუდგენელი ძალაუფლების ნიმუშები წარსულში დააბრუნონ. დრო რომ არ აირიოს, ამიტომ.

თუმცა აქ კიდევ ერთი დეტალია აუცილებლად გასაზიარებელი: ვინაიდან თანოსმა ლოკი აწმყოში მოკლა, მასზე დროში უკან დაბრუნება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ანუ, ვეღარ გაცოცხლდება, ამიტომაც ვიდეორგოლში დასმული კითხვაც ასე იშიფრება:

„დღეები რომ დათვლილი გქონდეს და იცოდე, რამდენიმე წელიწადში მაინც მოკვდები, ქვას უკან დააბრუნებდი, თუ რამეს შეცვლიდი?“

ინტეგრირებულ მარკეტინგულ კამპანიაში, „მარველის“ ერთ-ერთი პერსონაჟის, ლოკის გარდა, სხვადასხვა ცნობილი ადამიანი, სხვადასხვა ინდუსტრიიდან შეირჩა: კომედიიდან, მუსიკიდან, სპორტიდან, სამზარეულოდან და სხვ. მათ შორის: მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, ჯეისონ ბეიტმანი, მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, მინდი კალინგი, გლობალური სუპერვარსკვლავი და მსახიობი, ბეკი ჯი, კალათბურთის ვარსკვლავი, კავაი ლეონარდი, შეფი, ემის მფლობელი ტელეწამყვანი, ავტორი და რესტორატორი, ჯიდა დე ლორენტისი და სელებრითი დიზაინერი, ავტორი, პროდიუსერი და სატელევიზიო სახე, ნეიტ ბერკუსი.

ლოკის მსგავსად, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების სხვადასხვა სიუჟეტში ეს ადამიანები მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, მათთვისვე რელევანტურ, საკვანძო და უფრო მეტიც, პროვოკაციულ კითხვებს სვამენ.

კითხვების მთელი ეს კასკადი კი „ჰიუნდაი“ 2022 „ტუსანის“ – ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიურად დაწინაურებული ავტომობილის აუდიტორიისთვის სწორად წარმოჩენას ემსახურება. რომ ბრენდის მხრიდან, მსგავსი ავტომობილი თამამი ცვლილებაა, რომელიც სწორედაც რომ საწყის ეტაპზე სწორი და პროვოკაციული კითხვების დასმით აღსრულდა.

ვიდეორგოლების რეჟისორი კარგად ცნობილი, ბრაიან ბაკლი გახლავთ. გარდა ამისა, კამპანიაში ჩართული სააგენტოები იყვნენ: INNOCEAN USA და Canvas. 

ჰიუნდაის“ შესახებ

„ჰიუნდაიში“ სჯერათ, რომ ყველა ადამიანი უკეთესს იმსახურებს და ბრენდი ამ დამოკიდებულებას საკუთარი ავტომობილების დიზაინშიც ასახავს. მისი პროდუქტები ხომ სწორედ მომხმარებლებისთვის ავტომობილის მართვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე დაყრდნობით იწყობა – იქნება ეს „ჰიუნდაის“ მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი მანქანები, SUV-ები, ალტერნატიული ელექტრომობილები თუ წყალბადზე მომუშავე ავტომობილები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

BID4U: „შედეგად, მივიღეთ დიდი დროსა და ენერგიის ხარჯვა, მიზერული ანაზღაურების ფასად, ან სრულიად უფასოდ“

დიდი ციფრული განახლება WINDFOR’S-ში: ვაკანსიები და გუნდის ახალი გეზი!