Techday – ეს Hyundai-ს მიერ ორგანიზებული შეხვედრაა, რომელიც დიზაინის ახალი მეთოდების აღმოჩენას ემსახურება. 2005 წელს გახსნილი ცენტრი ახლა 60-მდე დიზაინერს მასპინძლობს, რომლებიც განსაზღვრავენ იმ მოდელების ფორმებსა და მოცულობას, რომლებსაც Hyundai ყიდის მთელ მსოფლიოში.
Hyundai Motor Europe-ის დიზაინის ხელმძღვანელი, ტომას ბარკლი ამბობს, რომ გადაწყვიტეს რესურსების ინვესტირება აუგმენტური რეალობის ტექნოლოგიების განვითარებაში. ამ გზით კომპანიას შეეძლება ახალი მოდელების სტილზე მუშაობა ფიზიკურად ადგილზე ყოფნის გარეშე. ეს საჭიროება ერთი მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიების გაძლიერებამ, მეორე მხრივ, პანდემიამ მოიტანა. როგორც ტომასი ამბობს, „ჰიუნდაის” ახალი პროექტების დაახლოებით 80% ციფრულად ხორციელდება, რაც ხარჯებისა და დროის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

„სტილისტური პროცესი ახლა უფრო ადვილია. დიზაინერებს დისტანციური მართვის პულტი უჭირავთ და ჩაძირულნი არიან ვირტუალურ რეალობაში, სადაც მანქანის დანახვა შესაძლებელია ნებისმიერ გარემოში, მზესა თუ წვიმაში, მეტროპოლიაში, უდაბნოში თუ სტუდიაში”, – ტომას ბარკლი.



კომპანიამ Seven-ის კონცეფცია პირდაპირ ეთერში წარმოადგინა, რომელიც დიზაინერებმა სახლებიდან შეიმუშავეს, აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით. სიმონ ლოასბი Hyundai დიზაინის ხელმძღვანელი დასძენს, რომ: „ეს ხელსაწყოები აადვილებს ჩვენს ცხოვრებას და გვაახლოებს რეალობას, მაგრამ ამჟამად არ მგონია, რომ ფიზიკური მოდელის იგნორირება შეგვიძლია. ჩვენ მაინც გვჭირდება კავშირი მანქანასთან, მისი შეხება და ბორტზე ასვლა”.











