28
Feb
2019

Hyundai Santa Fe 2019-ის პრეზენტაცია

28 Feb 2019

„ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში, 2019 წლის Hyundai Santa Fe-ს პრეზენტაცია გაიმართა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი ავტომობილი სრულად ორინეტირებულია ოჯახის კომფორტულ მგზავრობაზე, შესაბამისად ტექნიკურად კიდევ უფრო მოდერნიზებულია და უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემა აქვს.

 

 

„ამომცნობი სენსორი, რომელიც მანქანის დატოვების ან ჩაკეტვისას, უკანა სავარძელზე დარჩენილი მგზავრის შესახებ (ბავშვი, ძაღლი, კატა / მოძრავი ობიექტები) აფრთხილებს მძღოლს. ავტომობილი, ასევე, აღჭურვილია პარკინგიდან გამოსვლისა და უკანა სავარძლიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის სენსორული სისტემით, რომელიც ავტომატურად ამუხრუჭებს და ბლოკავს კარებს გვერდიდან მოძრავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში. აქვს ადაპტირებადი კრუის კონტროლი (ავტოპილოტი), მოძრავი დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატური მუხრუჭი (მოქმედებს, მაგალითად, ქვეითის გადარბენისას) და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა-აღიქმავს დახაზულ გზას და აფრთხილებს მძღოლს ზოლიდან მანქანის თვლის გადაცდომის შესახებ. რაც შეეხება ტექნოლოგიურ განახლებებს, Hyundai Santa Fe 2019-ს გააჩნია პრემიუმ აუდიო სისტემა, ხმის გამაძლიერებელი, 7 დიუმიანი ციფრული საინფორმაციო დაფა, სრული ლედ განათების სისტემა, 8 დიუმიანი მონიტორი. ასევე, აქვს ყველა ამძრავი თვლის სისტემა ელ. მართვით და კომფორტული, ეკონომიური და სპორტული მართვის რეჟიმი“.

ახალი Santa Fe ორიენტირებულია ოჯახისთვის სრული კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და წარმოდგენილია ორი ძრავით:

„პირველი – ბენზინი – 24 00 კუბ. სანტიმეტრი მოცულობა, საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა. 4 ცილინდრიანი, 188 ცხენი ძალა, 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი.

მეორე ძრავი –  ტურბო დიზელი, 4 ცილინდრიანი, 24 200 კუბ. სანტიმეტრი მოცულობა, 200 ცხენის ძალა და სრულიად ახალი 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი“.

მათივე თქმით, „ჰიუნდაის“ ცენტრში შეძენილ ყველა მანქანას აქვს 5 წლიანი გარანტია, გარბენის შეუზღუდავად.

„მარტის ბოლომდე, აღნიშნული მოდელის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ „ჰიუნდაი ავტოს სერვის ცენტრის“ ერთწლიანი უფასო მომსახურება“.

აღსანიშნავია, რომ ახალი Santa Fe წლის რედიზაინის ტიტულითაა დაჯილდოებული.

 

[R]

განხილვა