in

მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON – ჰიბრიდული ძრავით, უკვე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში

ახალი, მეოთხე თაობის „ტუსანი“ უკვე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმშია. პირველად საქართველოში, „ტუსანი“ ცენტრში ჰიბრიდული ძრავითაც არის წარმოდგენილი. როგორც „ჰიუნდაის“ ყველა ავტომობილზე, ახალ „ტუსანზეც“ მოქმედებს 5-წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე – 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

მეოთხე თაობის Tucson-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური.

ახალიტუსანის“ შთამბეჭდავი ექსტერიერის დიზაინი მოიცავს სპორტულ, ინოვაციურ, მკვეთრ  და დინამიურ დეტალებს.

პირველ შთაბეჭდილებას ახდენს ფარული პარამეტრიული დღის მოძრაობის LED ნათება. უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი, ნახევრადსარკისებრი მაშუქები განთავსებულია რადიატორის ცხაურაში და შეუმჩნეველია გამორთულ მდგომარეობაში. ქრომირებული ცხაურის გეომეტრიული დიზაინი დღის ნათების ჩართვისთანავე ტრანსფორმირდება და უნიკალურ კონტურებს ქმნის.

„ტუსანის“ დინამიური ექსტერიერის დიზაინი ხაზგასმულია პარაბოლის ფორმის ქრომირებული ზოლით, რომელიც იწყება გვერდითა სარკიდან და მიჰყვება ავტომობილს მთელ სიგრძეზე.

სრულად განახლებულია Tucson-ის უკანა ნაწილის დიზაინი, რომელიც იმეორებს პარამეტრიული უხილავი ნათების ესთეტიკას. ფართო LED განათების ხაზთან განთავსებულია ნახევრადსარკისებრი ემბლემა და უკანა მინის მწმენდი, რომელიც სახურავის კანტის სპოილერშია დამალული.

Tucson-ის რევოლუციური დიზაინი Hyundai-ს დიზაინის ახალი მიმართულების,  “Sensuous Sportiness”, დამსახურებაა. Sensuous Sportines-ის ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა ჰარმონიაში მოიყვანოს ავტომობილის არქიტექტურა, სტილი და ტექნოლოგია მომხმარებლის ღირებულებებთან.

ცვლილებებია ავტომობილის ინტერიერშიც. ყურადღებას იქცევს განახლებული დიზაინი, ციფრული მოწყობილობები, ჭკვიანი სისტემების მრავალფეროვნება, გაზრდილი სივრცე და მაღალი ხარისხის მასალები.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 25-დიუმიანი სენსორული მონიტორით
  • 25-დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით
  • სრულად სენსორული წინა კონსოლით
  • ღილაკებით მართვადი გადაცემათა კოლოფი
  • 3-ზონიანი კლიმატკონტროლი, Multi Air სისტემით
  • 8 USB პორტით თქვენი ციფრული მოწყობილობებისთვის
  • Krell-ის პრემიუმ აუდიო სისტემით
  • სწრაფი უსადენო დამტენით
  • Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერით
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერება
  • პანორამული ჭერით

ახალი „ტუსანი“ უზრუნველყოფს კლასში ყველაზე დიდ სივრცეს მეორე რიგისა და საბარგულისთვის. საბარგულის მოცულობა 620ლიტრი, ხოლო მეორე რიგის სავარძლების სივრცე 1050მმ-ია.

მოდელი საქართველოში წარმოდგენილია  2,0 ბენზინის ძრავით – რომელიც გამოიმუშავებს 156 ცხენის ძალას და 1.6 ტურბო ჰიბრიდული ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 230 ცხენის ძალას. ორივე ვერსია მუშაობს 6-საფეხურიან ავტომატუ გადაცემათა კოლოფთან ერთად. კომპლექტაციები მოიცავს როგორც სრული ამძრაობის  (4X4) , ასევე წინაწამყვან (4X2) ვერსიებს.

უსაფრთხოება

Tucson-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • სავალი ზედაპირის შერჩევის რეჟიმი- თოვლზე, ტალახსა და ქვიშაზე
  • პირველად კლასში მე-7 ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორი
  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოვების სენსორი
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა
  • ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი

ახალი „ტუსანის“ გამოცდა უკვე ტესტ-დრაივზეც შესაძლებელია. შეძენის შემთხვევაში კი ანგარიშსწორება შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ისე შიდა განვადებითა და სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ მის ვებგვერდს ან  Facebook გვერდს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

პირბადე გემის აფრაა, გემის ეკიპაჟი კი კომპანიის გუნდი – ACT-ს წლიური ანგარიშის ორიგინალური ყდა

ფიქრობ, რომ კრეატიული არ ხარ? – Disney და ბრენდის ჯადოსნური მიგნებები