in

Hyundai Tucson N Line სულ მალე საქართველოში იქნება!

ავტომოყვარულებისთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს! „ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შოურუმში თებერვლის ბოლოდან ბრენდის ბესტსელერის, მე-4 თაობის Tucson-ის N Line ვერსია პირველად გამოჩნდება. ეს ამბავი განსაკუთრებით მოეწონებათ სპორტული ავტომობილების მოტრფიალეებს, რადგან მოდელის შთაგონების წყარო მოტოსპორტია და სტანდარტული ტუსანისგან განსხვავებით მისი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი სპორტული დეტალებით გამოირჩევა.

როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში ბევრ ადგილას ნახავთ N Line მიმართულების მანიშნებელი N ლოგოებს, რომლებიც სპორტულ იერს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ეს ლოგოები გამოყენებულია ტყავით შეფუთულ საჭეზე, წინა და უკანა ბამპერებზე, 19-დიუმიან დისკებზე და სხვა. იმისათვის, რომ ავტომობილის მართვა მძღოლისთვის ყველამხრივ კომფორტული იყოს, სალონი აღჭურვილია ტყავის სპორტული სავარძლებით, თანამედროვე გადაცემათა კოლოფითა და მეტალის პედლებით, რომლებიც მეტი კონტროლისთვის, ლითონის საფარის მოცურების საწინააღმდეგო მდგრადი რეზინის ბალიშებითაა აღჭურვილი.

ახალი თაობის ტუსონ N Line-ში გათვალისწინებულია ჰიუნდაის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense, რომლის მახასიათებლებია:

  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;
  • ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი.

მძღოლს საქმეს უმარტივებს, ტექნოლოგიურად დახვეწილი ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა: 10.25-დიუმიანი სენსორული მონიტორი, 10.25-დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფა, სრულად სენსორული წინა კონსოლი, 3-ზონიანი კლიმატკონტროლი Multi Air სისტემით, განათება Mood light, 8 USB პორტი ციფრული მოწყობილობებისთვის, Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემა, სწრაფი უსადენო დამტენი, Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერა, მძღოლის სავარძლის მეხსიერება და პანორამული ჭერი.

Tucson N Line-ი „ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შოურუმში  ჰიბრიდული ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. მსურველებს მისი შეძენა ან დაჯავშნა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეეძლებათ. მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://hyundai.ge/models/tucson-n-line

შეგახსენებთ, რომ „ჰიუნდაი ავტო საქართველო” 1997 წლიდან ეწევა Hyundai Motor Company-ის ოფიციალურ დისტრიბუციას. ყველანაირი ტექნიკური მომსახურებით აღჭურვილი კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმი და სერვისცენტრი კი თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის #204-ში მდებარეობს.

[R]

AI რობოტის მკლავი მხატვრებს ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება

Europcar Georgia World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელია — საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია 2022 წელს აჯამებს