10
აგვ
2017

თავგადასავალი, რომელიც ავტომობილის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს! – Hyundai-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

10 აგვ 2017

Hyundai-მ თავისი ახალი Tucson-ისთვის არა ჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლი, არამედ ნამდვილი მოკლემეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი შექმნა. ეს საოცრად ეფექტური, თანაც შთამბეჭდავი და საინტერესო სანახაობა სააგენტო Agency Aimaq von Lobenstein-ს ეკუთვნის. რგოლი მშვენივრად წარმოაჩენს ახალი ავტომობილის გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და კიდევ უფრო დახვეწილ დიზაინს. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცს სამსახურის შემდეგ ავტოსადგომზე, ძველი ავტომობილის ნაცვლად, ახალი Tucson-ი ხვდება, კიდევ უფრო ამოუცნობი მასში მითითებული მისამართი და გზაში გადახდენილი მრავალი თავგადასავალია. თუმცა, საბოლოოდ, საოცრად დაძაბული მოქმედება დიდი, მოულოდნელი სიურპრიზით სრულდება.

 

განხილვა