in

Hyundai ზომბების წინააღმდეგ

BOG
BOG

ჰიუნდაიმ ძალიან კარგად გამოიყენა სერიალების და კომიქსების პოპულარობა, ყველაზე რეიტინგული სერიალი შეარჩია და სარეკლამო კამპანია-ექსპერიმენტი წამოიწყო.

სერიალის The Walking Dead-ის გმირებს და მაყურებელს ჰიუნდაიმ, როგორც სპონსორმა საჩუქარი გაუკეთა. ახალი მანქანა, რომელიც ზომბების გამანადგურებლით არის აღჭურვილი.

მეოთხე სეზონის გამოსვლასთან ერთად ჰიუნდაიმ New York Comic-Con-ზე თავისი მანქანის პრეზენტაცია მოაწყო. ზომბების გამანადგურებელი Hyundai – Veloster Turbo გახდა, რომელსაც ახალი სახელი დაარქვეს  – Zombie Survival Machine.

ამ მანქანის გარდა, ონლაინ აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერი კომიქსების და სერიალის მოყვარულს, ჰიუნდაის ბაზაზე თავისი ზომბების საწინააღმდეგო მანქანა შეუძლია ააწყოს.

http://youtu.be/KihE3IyHNPI

http://youtu.be/AhCKKTdNnRs

http://youtu.be/smTkCxZLnm4

სააგენტო: Innocean (აშშ)

პირველი მანქანა Elantra-ს ბაზაზე

Johhnie Walker-ის ახალი სახლი

ვალორანის ლოგო

Google-ს ბიზნეს აპლიკაციებს საქართველოში ოფიციალური რისეილერი გაავრცელებს