in ,

სკოლის მხიარული ავტობუსი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, Hyundai-სგან!

სამხრეთ კორეაში არის ისეთი ადგილები, საიდანაც სმენადაქვეითებულ ბავშვებს სპეციალურ სკოლაში მისასვლელად ყოველდღე 62 კილომეტრის გავლა უხდებათ. მართალია, მათ კომფორტული ავტობუსი ემსახურებათ, თუმცა, თითქმის 2 საათის ტრანსპორტში უმოქმედოდ გატარება იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ხშირად სასწავლო მოტივაციასაც კი აკარგვინებს. Hyundai-მ გადაწყვიტა ეს პრობლემა მოეგვარებინა და ყველა ბავშვის საყვარელი გასართობი გაიხსენა, ავტომობილის დაორთქლილ შუშებზე ხატვა და სახალისო წარწერების გაკეთება. სწორედ ასეთ გამოსავალს მიაგნო ბრენდმა, სპეციალისტების დახმარებით კომპანიამ სასკოლო ავტობუსი ისე მოაწყო, რომ მგზავრობის დროს, ყველა ფანჯარაზე მხიარული ჩანახატები ჩნდება, რომლებიც ბავშვებთან წერით დიალოგსაც კი ახორციელებენ. ამ გზით, ბავშვებისთვის სკოლამდე მისასვლელი 62 კილომეტრი ყოველდღიურ სახალისო თავგადასავლად იქცა.

BOG
BOG

 

ნუ გაჩერდებით ისეთ სამსახურში, რომელიც განვითარების საშუალებას არ გაძლევთ! – Monster.com-ის სახალისო ვიდეორგოლი

კომპანია Advertwise იწყებს ტრენინგ კურსს ონლაინ მარკეტინგში (Google AdWords & Google Analytics)