in ,

ზრუნვა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მომავალზე! – Hyundai-ს კამპანია Hope On Wheels 

რა შეიძლება იყოს ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი ღირსება – ძლიერი ძრავი, პანორამული სახურავი, დახვეწილი სალონი და დიზაინი? Hyundai-სთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა. შეიძლება ზოგიერთმა არც იცის, მაგრამ ყოველწლიურად კომპანია გარკვეულ თანხებს ისეთ მნიშვნელოვან საქმეს ახმარს, როგორიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დახმარებაა. რაც მთავარია, ამ კეთილ საქმეში მონაწილეობას თითოეული მომხმარებელიც იღებს, რადგან სწორედ მათი შენაძენიდან შემოსული თანხა ირიცხება სხვადასხვა საჭირო ორგანიზაციების ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში, არაერთი ბავშვის მომავალს უკეთესს ხდის. კამპანია Hope On Wheels, რომელსაც Hyundai უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს, ახლაც მთელი შემართებით ცდილობს უფრო მეტი ყურადღება მიიზიდოს და მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც, რომლის მომზადებაზეც სააგენტო Innocean Worldwide-მა იმუშავა.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=3vWlJGbOzyg

ნახე, რას აკეთებს ტეილორ სვიფტი ახლა! – AT&T-ის სახალისო ვიდეორგოლი

The Puppet Maker – ანიმაცია, რომელმაც ქართველ ხელოვანს საერთაშორისო წარმატება მოუტანა