in

შეიკარი ღვედი და მოემზადე ჯადოსნობისთვის- ჰიუნდაისა და დისნეის კრეატიული თანამშრომლობა

დისნეის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჰიუნდაისა და დისნეის შორის განსაკუთრებული თანამშრომლობა შედგა.

აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაი დისნეის 100 წლის იუბილეს (Disney100) ექსკლუზიური, ჩრდილოეთ ამერიკული საავტომობილო სპონსორია. სწორედ ამ თანამშრომლობას გამოხატავს 360-გრადუსიანი, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია, რომლის ერთ-ერთი ნაწილია 60-წამიანი ვიდეორგოლი IONIQ 5-ის და Tucson-ის მონაწილეობით. დისნეის ისტორიული სიმღერის „When You Wish Upon A Star“-ის ფონზე ვიდეორგოლი შთამბეჭდავად ასახავს ნაწყვეტებს უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში დისნეის მიერ გადაღებული, მოგზაურობასთან დაკავშირებული ფილმებიდან და ასევე, ჰიუნდაის სარეკლამო რგოლებიდან, რითაც ხაზს უსვამს, რომ თითოეული მოგზაურობა ჯადოსნურია.

ჰიუნდაისა და დისნეის თანამშრომლობის ერთგვარ კულმინაციად იქცა ნიუ-იორკის ავტოშოუ, რომელზეც ჰიუნდაი მოტორ ამერიკამ ლიმიტირებული მოდელი IONIQ 5 Disney100 წარადგინა. ავტომობილის შექმნაზე ჰიუნდაის დიზაინერებმა დისნეის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად იმუშავეს. შედეგად, IONIQ 5 დისნეის შთაგონებით შექმნილ ვიზუალურ და გასართობ ელემენტებს — განათებასა და ყველასთვის კარგად ნაცნობ, ისტორიულ მელოდიას აერთიანებს. დეტალები ავტომობილის შესახებ: IONIQ5-Disney100.com.

Hyundai IONIQ 5 Disney100 Platinum Concept-ის მახასიათებლები:

  • ექსტერიერის ბაცი, ოქროსფერი ზედაპირი (Gravity Gold Matte);
  • დისნეის დიზაინით შექმნილი დისკები;
  • Disney100 Platinum Edition-ის აღნიშვნებით გაფორმებული ექსტერიერი;
  • წინა სავარძლებსა და ცენტრალურ კონსოლზე ამოტვიფრული ლოგო Disney100;
  • Disney100-ის ლოგოთი გაფორმებული იატაკის საფენები;
  • ფარები და უკანამაშუქები დისნეის ნაპერწკლების ანიმაციით;
  • სახურავი დისნეის მთვარიანი ღამისა და ჯადოსნური მტვერის ანიმაციით;
  • ავტომობილის დაქოქვისას ეკრანზე ისახება დისნეის მისალმება მისი ისტორიული მუსიკის თანხლებით, Disney100-ის ლოგო და ჯადოსნური მტვერის ანიმაცია;
  • ინტეგრირებული სინქრონიზირებული სინათლის შოუ განათების რეჟიმის ცვლილების ფუნქციით.

„ჰიუნდაიში ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, რათა ჩვენს მომხმარებლებთან მათ მიერ გავლილი თითოეული კილომეტრის დროს მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დისნეიმ დიზაინის სტუდიის კარი ავტომწარმოებელს გაუღო და მას საკუთარი ისტორიული პერსონაჟების გამოყენების უფლება მისცა. IONIQ 5 ჰიუნდაის საუკეთესო, სრულად ელექტრო ავტომობილია. მოხარულები ვართ, რომ წარმოგიდგენთ მოდელის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც დისნეის ჯადოსნობის მოყვარულებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს“, – განაცხადა ჰიუნდაი მოტორ ამერიკის მარკეტინგის დირექტორმა, ანგელა ზეპედამ.

“Hyundai IONIQ 5 Disney100 Platinum Concept-ის შექმნა ჰიუნდაისთან მრავალწლიანი კრეატიული თანამშრომლობის შედეგია. ამ პროცესში დისნეის სხვადასხვა გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის კრეატიული ინჟინრები, გასართობი ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სპეციალისტები იყვნენ. პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, დისნეის 100 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღგვენიშნა და ის ჯადოსნობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით, ბრენდებისთვისაც გაგვეზიარებინა“,- აღნიშნა დისნეის სარეკლამო გაყიდვების პრეზიდენტმა, რიტა ფერომ.

[პარტნიორის კონტენტი]

სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

JWT Metro-ს ნამუშევარი KIAF-ის შორთლისთში მოხვდა