in

მედიცინა და ახალი ტექნოლოგიები – კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი უკეთესი სამყაროსკენ

ზოგჯერ საჭიროა “სუპერადამიანის” შექმნის იდეა უკან გადავწიოთ და წინა პლანზე ჩვეულებრივი ადამიანური ფუნქციების აღდგენაზე ვიფიქროთ. ადამიანები, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს ხშირ შემთხვევაში მეტყველების უნარს კარგავენ, მაგრამ ტვინის აქტივობა ჩვეულებრივი რჩება.

სააგენტო “AdWatch Isobar”-მა ინოვაციური მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. აპლიკაცია “I.am.here” ინსულტის შემდეგ მეტყველების პრობლემების გადასაჭრელად გაკეთდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ აღარ შეუძლიათ ლაპარაკი და პარალიზებულები არიან “AdWatch Isobar”-ის ნეიროკომპიუტერი ტვინის აქტივობას დაუფიქსირებს. მოწყობილობა მონაცემებს სმარტფონში გადააგზავნის, ხოლო ალგორითმები სიგნალს დაამუშავებენ და ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაზე გაახმოვანებენ. სიახლე არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სამედიცინო მიღწევაა, რომელმაც პაციენტებთან კონტაქტი გაადვილა.

მოდის სახლის “John Galliano”-ს რებრენდინგი

“Forbes”-მა ყველაზე შემოსავლიანი ბრენდების სია გამოაქვეყნა