გახსოვთ ვიდეო, სადაც სასამართლოს ონლაინ სხდომაზე ადვოკატის ნაცვლად კატის გამოსახულება ჩანდა? „მე აქ ვარ, მე კატა არ ვარ“ – ამ ფრაზით, ტეხასელმა ადვოკატმა როდ პონტონმა თავი მთელ მსოფლიოს გააცნო. ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მაინც, რას აკეთებდა ადვოკატი კატის გამოსახულების მიღმა? ამერიკულმა კომპანია Mike’s Hard Lemonade-მა გადაწყვიტა, რომ რთული დღის შემდეგ, ლიმონათი კარგი გამოსავალია და როდ პონტონი რეკლამაში გადასაღებად მიიწვია. კამპანიაზე სააგენტომ WorkInProgress იმუშავა.
ესეც ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა: