in

ახალ რეკლამაში Chanel საათების წარმოების ხელოვნებაზე საუბრობს

ვიდეორგოლში „I am the CHANEL Watch Manufacture“, ბრენდი თავისი საათების დიზაინისა და წარმოების პროცესზე გვიამბობს. ნარატორი ხმა კი ისე მიჰყვება ამბის თხრობას, თითქოს თავად ბრენდი გვესაუბრებოდეს საკუთარ თავზე. გარდა ინფორმაციული სიუჟეტისა, რომელიც იმ უნიკალურ ადგილებს გვაცნობს, სადაც საათების მწარმოებლის შემოქმედება ვითარდება, საინტერესოა რეკლამის ემოციური ხასიათიც.

„მე ვარ წარმოსახვის სახლი, ტრადიციის გული და ინოვაციის თავშესაფარი“, — ალბათ, ეს ის მთავარი ფრაზაა, რომლითაც ბრენდი საკუთრ იდენტობას აღწერს. აქვე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ერთი პროტოტიპის დიზაინი ასჯერ გადააკეთონ, რათა საბოლოოდ სრულყოფილებას მიაღწიონ — ეს სრულყოფილება კი შემდეგ კონკრეტულ პროდუქტში მოაქციონ.

როგორ უნდა გახდეთ მიზანზე ორიენტირებული ლიდერი?

Feel the PAWer of love – Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო