9
Jul
2019

“I amsterdam”-ის ადგილზე ახალი სკულპტურა “I amazonia” დადგეს

9 Jul 2019

2018 წლის დეკემბერში, კულტურის მოყვარულების აღშფოთება ამსტერდამში მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია – მაშინ, როდესაც “I amsterdam” აიღეს. ქალაქის სიმბოლოდ და ტურისტულ სლოგანად ქცეული სკულპტურა Rijksmuseum-ის წინ 2004 წლიდან იდგა. მისი ავტორი წარმოშობით ჰოლანდიელი დიზაინერი და არტისტი ერიკ კესელსია. ამ ადგილზე სხვა ინსტალაცია გამოჩნდა, ტურისტებს, ჰოლანდიის დედაქალაქი ახლა ეუბნება – “I amazonia”. თუმცა, ეს დროებითია.

 

ეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-სა და ბელგიური კრეატიული სააგენტო Duval Guillaume-ის ერთობლივი კამპანიის ნაწილია. ამით ისინი ტყის მასობრივ ჩეხვას აპროტესტებენ. ორგანიზატორების მიზანია, გაზარდონ ცნობადობა მსოფლიოს ყველაზე დიდი ტროპიკული ტყის ამაზონის დანადგურების საფრთხის მიმართ.

მათი თქმით, ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ტროპიკულ ტყეს მასობრივი ექსპლუატაციისთვის: ინდუსტრიული აგრონომიის, სამთო მრეწველობის, საქონლის საძოვრებისა და ხის ჭრებისთვის ხნის. შედეგად, როგორც Greenpeace-ის წარმომადგენლები ამბობენ, ტყის მასივის გაჩეხვასთან ერთად, ადგილობრივ მიწასა და მოსახლეობას დიდი საფრთხე დაემუქრება. კამპანიის გარდა, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, მთავრობის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, პეტიციაც მოამზადა და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

მართალია, “I amazonia”, რემბრანდტის მუზეუმის წინ, დროებითი დაიდგა, თუმცა, ტურისტებსა და არა მხოლოდ მათ, მნიშვნელოვან გზავნილს აწვდის. ჯერჯერობით უცნობია, განთავსდება თუ არა რაიმე მუდმივი სკულპტურა, “I amsterdam”-ის ნაცვლად, რადგან 2018 წელს, წარწერის აღებისას, ქალაქის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, მემარცხენე  Femke Roosma-მ თქვა, რომ ეს სლოგანი ამსტერდამისთვის მხოლოდ „მარკეტინგულ ამბავს“ ქმნიდა და თავისი პირვანდელი ფუქნცია დაკარგა, გამოეხატა თითოეული მოქალაქის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და სოლიდარულობა.

განხილვა