in

ნამუშევრებიდან გადმოცვენილი ასო-ბგერები ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

ეს ამბავი პანდემიის დროს დაიწყო, როცა 2020 წელს ქვეყანაში პირველი ლოკდაუნის დროს ხელოვანმა აილიშ ბრისკომ ინსულტი გადაიტანა, გამოჯანმრთელების პერიოდში კი ხსნა შემოქმედებით მუშაობაში იპოვა… სწორედ ამის შედეგად ვეცნობით ახლა გამოფენას I Don’t Have The Words:

BOG
BOG

კოვიდის შეზღუდვების გამო ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ვერ მნახულობდნენ… შექმნა კი ჩემი გამოცდილების სხვა ადამიანებამდე მიტანაში დამეხმარა, ასევე სხვა ინსულტისგან გადარჩენილ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებაში, საშუალება მომცა, შემექმნა იმ ადამიანების საზოგადოება, რომელთაც მსგავსი გამოწვევები ჰქონდათ და ხნა შემოქმედებითობაში იპოვეს.

ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ მოწყობილი გამოფენის ნამუშევრები კი გამოჯანმრთელების გზას ასახავს, ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ენა, მნიშვნელობა და კომუნიკაცია — გამოწვევებს, რომლებიც ინსულტს უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს მოტორული უნარები ზიანდება, შემთხვევითი არ არის ნამუშევრებიდან გადმოცვენილი ბგერებიც.

გარდა ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევრებისა, ასე ბრისკოს ახალგაზრდებში ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითობის თერაპიული ძალის ჩვენება სურს. როგორ გამოუვიდა, ეს თავად შეაფასეთ:

საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება — საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო