in

I Love You, Acrobat — რეკლამა იმაზე, თუ როგორ ანაცვლებს ფურცლებს კომპიუტერული პროგრამები

Adobe და Hasan Minhaj იმისკენ მიისწრაფვიან, რომ თანამშრომლები „მომაკვდინებელი, უხერხული საოფისე მასალების სივრცითი საზღვრებისგან“ გაათავისუფლონ. ამ და Acrobat PDF-ის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, ახალი კრეატიული კამპანია გამოუშვა.

I Love You, Acrobat — ასეთი ვიდეორგოლის სახელწოდება, რომელშიც ჯილდოს მფლობელი კომიკოსი, მსახიობი, პროდიუსერი, პოლიტიკური კომენტატორი და ტელეწამყვანი ჰასან მინჰაჯი თავდაჯერებულად სეირნობს საოფისე კაბინებში და კოლეგებს მუშაობის ახალ წესს აცნობს. „აღარავითარი წებოვანი ფურცლები, ჯერემი“. შემდეგ კი ერთ-ერთ თანამშრომელს ენის გაჭრისგან იცავს, როცა კონვერტის დაწებებას ცდილობს; ხოლო მორიგ კოლეგას ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობას ასწავლის.

სიუჟეტში ქაოსური სცენები მაშინ იჭრება, როდესაც დაღლილ თანამშრომლებს ემოციურად მიმართავს: „თქვენ ფურცლებში იხრჩობოდით, რაც დღეს სრულდება!“. ეს აღტყინებული ადამიანებიც ერთიანად წამოცვივდებიან, ამსხვრევენ პრინტერებს, ხერხავენ მაგიდებს, ფანჯრიდან აგდებენ ფურცლებისთვის განკუთვნილ სათავსოს და ცეკვავენ…

„მე მიყვარს კრეატიული, ინოვაციური, საზღვრებს გაცდენილი გართობის, კინემატოგრაფიული სამუშაოების ნაწილად ყოფნა. როდესაც სწორი პარტნიორი გყავს, ჩნდება სურვილი და ამბიცია, საკუთარი თავი მეტი შემოქმედებისკენ მომართო“, — აღნიშნავს მინჰაჯი.

Starring Georgia – როგორ შეიქმნა კამპანია, რომელიც საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს

Virgin Galactic-მა ტურისტების კოსმოსური ფრენა წარმატებით შეასრულა!