in ,

ახალი ნაბიჯი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში – როგორ იქმნებოდა „მე ვარ სოლო“

10 ოქტომბერს, გამოქვეყნდა „სოლოს“ ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელიც მოგვითხრობს გამოწვევებისა და იმ ახალი გამოცდილების შესახებ, რომელიც გუნდმა პროექტზე მუშაობისგან მიიღო. „სოლო“ განსხვავებული კონცეფციის ბანკია, სადაც მომხმარებლები სპეციალურად მათთვის შექმნილი მომსახურებითა და პროდუქტებით სარგებლობენ. ვიდეორგოლი კომპანიის პირველი საკომუნიკაციო პროდუქტია, რომელზეც სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს გუნდმა იმუშავა. მის შესაქმნელად საჭირო გახდა კომპიუტერული გრაფიკის ყველა სფეროს გამოყენება, ორკესტრის ჩართვა და 6 თვიანი მუშაობა. მსგავსი მასშტაბის გრაფიკული ნამუშევარი, ქართული სარეკლამო ინდუსტრიისათვის სიახლეა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/metro.production.geo/videos/329034034630106/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
რას ეუბნება ადამიანი თავის თავს, როცა საკუთარ წარმატებას აღიარებს, რას გრძნობს ის ამ დროს და როგორ შეგვიძლია ამ განცდის ვიზუალიზაცია? პერსონაჟები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ, თითო წინადადებით საუბრობენ „სოლოს“ ვიდეორგოლში, მათი ფანტაზია და განცდები კი რეალისტურადაა გადმოცემული. „ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ვიდეოზე ადამიანების მიერ ნამუშევარი საათების ჯამი და თავდადება რეკორდულია ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის“, – გვიყვება პროექტის კრეატიული დირექტორი – ეკა ყიფიანი.

12 წელია რეკლამაში ვარ და JWT Metro-ც რამდენი წელია არსებობს. ჩვენი გამოცდილებით, ამდენი ხანი არც ერთი პროექტისთვის დაგვჭირვებია. ყველა ძალიან ნერვიულობდა, რადგან არის სამუშაო, რომელიც იცი როგორ კეთდება, გაქვს გამოცდილება, იცი და გინდა უკეთ გააკეთო. არის პროექტები, რომელიც საერთოდ არ იცი როგორ გააკეთო. „მე ვარ სოლო“ ასეთი შემთხვევა იყო, ჩვენთვის, გრაფიკოსებისა თუ რეჟისორისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად მოხდა ასეთი რამ – ვისაც რა სჭირდებოდა ხარისხიანი პროდუქტის დასადებად, მიიღო. სამუშაო პროცესში შეზღუდვები არ გვქონია. კომპოზიტორმა გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა ორკესტრის ჩაწერა, ვთქვით – „კი ბატონო“ და მოვიყვანეთ ორკესტრი. გვითხრეს, რომ კარგი იქნებოდა მეტი ადამიანის ჩართვა პროცესში, რაზეც, ასევე, დასტური მიიღეს. არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა ბოლომდე. პოსტ პროდუქციაში სამი გრაფიკული სტუდია იყო ჩართული და ბოლომდე არც ვიცოდით, რა გამოვიდოდა“.

M: როგორ გამოიყენებს JWT Metro-ს გუნდი „მე ვარ სოლოზე“ მუშაობით მიღებულ ახალ გამოცდილებას? იგეგმება, თუ არა გრაფიკით მსგავსად დატვირთულ პროექტებზე მუშაობა?
უკვე ვმუშაობთ. ზუსტად იმავე ჟანრზე არა, რა თქმა უნდა, თუმცა, „მე ვარ სოლოზე“ მუშაობისგან მიღებულ ახალ უნარებს გამოვიყენებთ. პირველად გავაკეთეთ მსგავსი კონტენტი, ახლა ამ მიმართულებით უნდა დავიხვეწოთ, რომ შემდეგში, მალევე, ცოტა უფრო მაღლა ავიდეთ და რაღაც ისეთის გაკეთებას შევეჭიდოთ, რაც ისევ არ გაგვიკეთებია. ჩვენი ამოცანაც ის არის, რომ სულ განვითარებისკენ ვიაროთ. ავიღოთ დავალება, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან რთული გასაკეთებელია, დავალება, რომელიც არ იცი როგორ შეასრულო.

Credits:

Client: Solo
Project: I am Solo

Agency: JWT Metro

Creative Director: Eka Kipiani
Senior Art Director: Sandro Tsitskishvili
Art Director: Elene Shengelia
Senir Account manager: Alex Chikovani
Project Director: Nika Bochorishvili

Director: Dato Borchkhadze
1st AD: Alexander Glurjidze
DoP: George Shvelidze
Art Department: Dato Chkoidze
Art Dep. Assistant: Zaza Gogorishvili
Costume Stylist: Tina Shengelia
Costume Stylist: Tina Sharashenidze, Ilona Gabrava, Sopo Malashkhia
Casting Director: Misha Apkhazava
Casting Assistant: Salome Kokuashvili
Make-up: Madona Tchanturia
Producer: Sopo Orjonikidze
Making of: Buro
SFX: Soso Gvasalia
Set Decorator: Jimsher Berdzenishvili
Decorators: კინო ფაბრიკის სახელოსნო

Production company: Metro Production

Executive Producer: Sandro Gabilaia
Head of Production: Maia Gurabanidze
Production Manager: Mariam Soselia
Location Manager: Tato Pantsulaia
Bidding Producer: Masho Tevdorashvili
Set Manager: Giorgi Gurgenadze

Post-Production:

Color: Levan Kukhashvili

CG Studio: MetroGraph Studio
CG artists: David Areshidze, Mikheil Chakhunashvili, Shalva Gurgenidze, Levan Lapachi, Luka Jgarkava, Paata Tughushi, Irakli Gabunia

CG Studio: Anagrama
Animator: Irakli Kiladze
CG artist: Nikusha Maisuradze
Art Director: Levan Melikishvili

Sound: Post Red Audio
Music by: Zviad Mgebry

Google-მა ახალი, მესამე თაობის „მედიაფლეერი“ გამოუშვა

„გადაღებაზე წამიყვან?“ – Metro Production საპროდიუსერო კურსებს იწყებს