in

ნახეთ: ფილმი, რომელიც Apple-მა ჩინური ახალი წლისთვის iPhone 16 Pro-თი გადაიღო

როგორც ჩანს, Apple ჩინურ ახალ წელს ნოსტალგიური მოკლემეტრაჟიანი ფილმით შეხვდა. I Made a Mixtape for You ბოლოდროინდელი ნამუშევარია, რომელსაც ბრენდი თავის გრძელვადიან Shot on iPhone-ის კამპანიაში გვთავაზობს. 

BOG

რეჟისორი მაიკლ გრეისი გახლავთ, The Greatest Showman Fame-დან, ვიდეოში კი 90-იან წლებს ვსტუმრობთ ახალგაზრდა ბიჭი ვეის თვალებით, რომელიც ოჯახის წარსულს ხელახლა უკავშირდება. iPhone 16 Pro-ს კინემატოგრაფიული შესაძლებლობებით გრეისი სიყვარულისა და საკუთარი თავის აღმოჩენის თბილ ისტორიას გვიყვება. ყველაფერი კი მაშინ იწყება, როცა ვეი ძველ მაგნიტოფონში კასეტის ჩადებას გადაწყვეტს — უცბად 90-იანების კლუბში აღმოჩნდებით:

თუმცა 90-იანების ავთენტური ენერგიის ასახვა მარტივი საქმე არ იყო, ამიტომ აქ გრეისიმ ოსკარის მფლობელი კინემატოგრაფი ერიკ მესერშმიდტი და ჰოლივუდის ქორეოგრაფი ეშლი უოლენი დაიხმარა. iPhone 16 Pro-ს გაუმჯობესებული ფუნქციებით კი, რაშიც 4K ვიდეო მოიაზრება, გუნდმა ცეკვის მოძრაობების ზუსტად ასახვა და კინემატოგრაფიული, ნელი კადრების ჩვენებაც შეძლო.

ამასთან, Apple-მა სცენის მიღმა კადრების ვიდეოც შემოგვთავაზა, რათა უკეთ გავიაზროთ, რა ძალისხმევა ჩადეს საახალწლო ფილმის მომზადებაში:

ამგვარად, I Made a Mixtape for You სიყვარულს, ოჯახსა და კულტურულ იდენტობებს ზეიმობს. ნოსტალგიური ესთეტიკითა და მასთან დაკავშირებული თემებით ფილმი აუდიტორიისთვის რეზონანსული ხდება და, ამასთან, iPhone 16 Pro-ს კინემატოგრაფიულ პოტენციალსაც ასახავს. შემოქმედებითობასაც შთააგონებს და იმაზეც უსვამს ხაზს, როგორ შეუძლია ეფლის მოწყობილობებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბების გაცოცხლება…

როგორ ხედავენ მეცნიერები შრიფტებს? — კვლევა

ისტორიული სახეები ღვინის ეტიკეტზე — Lauran Cabaret-ის შეფუთვა