14
Feb
2019

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გამოიყენებთ ამ სიტყვებს!

14 Feb 2019

ალბათ, იშვიათად დაფიქრებულხართ, როგორ მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე თქვენივე ნათქვამი თითოეული სიტყვა. თუ დაკვირვებიხართ, ხშირად ამბობთ: „მე“, „ჩემთვის“, „(მე)თვითონ“?! ერთ-ერთი ფსიქოლოგიური – სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ დეპრესიით დაავადებული ხალხი, საუბრისას ყველაზე ბევრჯერ იყენებდა პირველი პირის ნაცვალსახელებს: „მე“, „(მე)თვითონ“, „ჩემი“.

კვლევის შედეგებზე დაკვირვებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ადამიანის ინტერპერსონალურ პრობლემებზე მიუთითებს, ანუ განიცდის ხალხთან ურთიერთობის დეფიციტს, აკლია ყურადღება და თავს მარტოსულად გრძნობს. სწორედ ამიტომ საუბრობს უფრო ხშირად პირველი პირის მხოლობით რიცხვში [„მე“, (მე)თვითონ“]  და უჭირს მოვლენები და სიტუაცია თავის გარშემო განაზოგადოს.

სად არის გამოსავალი? 

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არც ისე რთულია – ხსნა ისევ ნაცვალსახელებშია. მათი აზრით, „მე“ უნდა გახდეს „ჩვენ“, „(მე)თვითონ“ – „(ჩვენ)თვითონ“. ასე ადამიანი შეძლებს, გაავლოს სოციალური საზღვარი საკუთარ თავსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის, თან ისე, რომ არ დარჩეს ჩაკეტილი და არ იყოს მარტოსული.

სპეციალისტებმა, ასევე, დაადგინეს: ადამიანი, რომელიც ხშირად პირველი პირის მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელებით [„ჩვენ“, „(ჩვენ)თვითონ“] საუბრობს, ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ და არ უჩივის ინტერპერსონალურ აშლილობას.

„თუ ადამიანი, საუბრისას, ხშირად იყენებს პირველი პირის მხოლობით რიცხვს, ცალკე მგომი, გარიყული პიროვნებაა. ის კი, ვინც პირველ პირის მრალობითში  საუბრობს, ხაზს უსვამს სოციუმში თავის ჩართულობას“, – ამბობენ მკვლევარები.

წყარო: Inc.

 



განხილვა