Chivas Regal-ის ბრენდი წარმატებასთან ასოცირდება. ეს არის ბრენდი მათთვის, ვინც წარმატებისა და მწვერვალების დაპყრობისკენ მიისწრაფვის. ამ კონცეფციის ფარგლებში, ბრენდს არაერთი გლობალური კამპანია განუხორციელებია. გამორჩეულია Chivas Regal-ის „I RISE, WE RISE“ კამპანია, რომელიც ისეთი ლეგენდარული საფეხბურთო კლუბების პარტნიორობით განხორციელდა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“. ეს კამპანია ბრენდს განსაკუთრებით პოპულარულს ხდის სპორტის მოყვარულთა შორის, რადგან ის ხაზს უსვამს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ წარმატებას. I RISE, WE RISE კონცეფციის ფარგლებში წარმატების სიმბოლოდ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე შეირჩა. ამ განსაკუთრებული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა ლიმიტირებული სერია – Chivas x Giorgi Chakvetadze, რომელიც ფეხბურთელის ხელმოწერით კიდევ უფრო უნიკალურია.
I RISE, WE RISE
ბრენდის ეს გლობალური კამპანია წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას და შთაგონებას. მისი ძირითადი მესიჯი არის წარმატება, რომელიც მიიღწევა როგორც გუნდური ძალისხმევით, ისე ინდივიდუალური შემართებით. კამპანიის კრეატიული კონცეფცია ეფუძნება საერთო მიზნებისა და ხედვის ერთიანობას, სადაც თითოეული გუნდის წევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბრკოლებების დაძლევასა და საერთო წარმატების მიღწევაში
სასიხარულო სიახლე ქართველი გულშემატკივრებისთვის
2025 წელი ქართველი გულშემატკივრებისთვისა და ვისკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლით იწყება. Chivas Regal-ისა და გიორგი ჩაკვეტაძის კოლაბორაცია ხაზს უსვამს იმას, რომ დიდი მიზნების მიღწევა შესაძლებელი ხდება საერთო ძალისხმევით, ხოლო ნამდვილი ლიდერები შთაგონების წყაროდ იქცევიან, რათა სხვებსაც დაეხმარონ საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.
2025 წელი არა მხოლოდ Chivas Regal-ის ახალი კამპანიის დასაწყისია, არამედ შესაძლებლობებისა და მოტივაციის ახალი ფაზაა ყველასთვის, ვინც წარმატებისკენ მიმავალ გზაზეა.
[R]