ამერიკაში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 4,4 ფუნტ ნაგავს ყრიან. ამ ნაგვის მხოლოდ 35% ექვემდებარება გადამუშავებას . ამის მიზეზი ისევ და ისევ ადამიანია. ბევრისთვის არ არის მნიშვნელოვანი და ვერ ხვდება იმას, თუ რატომ უნდა ჩააგდოს გადასამუშავებელი ნაგავი ცალკე.
“I Want To Be Recycled” – სარეკლამო კამპანია, რომელიც მთლიანად ნაგვის გადამუშავების თემას დაეთმო. სიუჟეტის მიხედვით ბოთლი, რომელიც გადასამუშავებელი ნაგვის ურნაში არ ჩააგდეს იწყებს გრძელ და საშიშ მოგზაურობას ნაგვის ურნამდე.
“მე მინდა, რომ გადამამუშაონ და ველოსიპედი გავხდე”. რეკლამას ორი განსაკუთრებული მხარე აქვს: პირველი – მთავარი გმირი უსულო საგანია, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს და არასწორედ ვექცევით. მეორე – მაყურებელი ბოთლთან ერთად განიცდის მოგზაურობას.
თუ ადამიანმა რეალურად არ დაინახა თავისი ქცევის შედეგი, რთულია აუხსნა რატომ იქცევა ცუდად. ეს რეკლამა ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ხალხის შეცდომაზე მიუთითებს და გამოსწორებას ცდილობს.
სააგენტო: Pereira & O’Dell
http://youtu.be/_kVkfBHAWM4
http://youtu.be/a-KF4kSGuVM