2
Oct
2014

34 წლის სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი ახალ რეკლამაში “I Will What I Want”

2 Oct 2014



34 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელიც Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი მოდელი იყო სრულიად განსხვავებული ფორმით წარსდგა.

ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის Under Armour-ის რეკლამაში ჟიზელ ბიუნდჰენი მებრძოლთა კლუბის წევრს თამაშობს. სარეკლამო რგოლი სააგენტო Droga5-მა გადაიღო. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, რომელიც სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ხოლო კედელზე მისი ბიოგრაფიის შავი დეტალებია: კომენტარები სოციალური ქსელიდან მის წარუმატებელი სასიყვარულო ისტორიაზე, არასასურველი კომენატრები მის ასაკზე.

სარეკლამო კამოპანია “I Will What I Want”-ის მიზანია მომხმარებელს დაანახოს, რომ ყველაზე რთულ მომენტებშიც სიძლიერე უნდა შეინარჩუნო.

 

განხილვა