ამერიკულმა ინდი-როკ ჯგუფმა “OK Go”-მ, მორიგი კლიპი გადაიღო, რომელიც სავარაუდოდ ინტერნეტ სივრცეს ვირუსივით დაიპყრობს.
კლიპი სიმღერაზე “I Won’t Let You Down” სულ რამოდენიმე დღეა გამოჩნდა და მას მილიონობით მნახველი ჰყავს. ჯგუფი ჩიკაგოში 1998 წელს შეიქმნა. აღიარება მუსიკალური კლეპებით მოიპოვა, რომლებშიც სხვადასხვა ხერხებს და ვიზუალს იყენებენ, რის ხარჯზეც მაყურებლისთვის საინტერესო ეფექტურ პროდუქტს ქმნიან.
ჯგუფის წარმატება არც ბრენდებს გამოეპარათ, 2012 წელს ჯგუფის სპონსორი Chevrolet იყო. ბოლო კლიპის სპონსორი კი – Honda, თავისი ერთბორბლიანი სკუტერით UNI-CUB.