in ,

რას იტყვით, თქვენი ძაღლი დრონმა რომ გაასეირნოს?

დედაპლანეტაზე მილიონობით ძაღლი ცხოვრობს ორფეხა მეგობართან ერთად. პატრონებს ისინი ძალიან უყვართ, თუმცა, ზოგჯერ უძნელდებათ საკუთარი საქმეების კეთების პარალელურად, ძაღლისთვის სათანადო ყურადღების დათმობა. IAA Mobility-ის კამპანიაში გამომგონებლები საუბრობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც ძაღლის გასეირნებაზე დრონის საშუალებით ზრუნავს.

სინამდვილეში, ვიდეორგოლი IAA Mobility-ის ტექნოლოგიური ღონისძიებისკენ იუმორით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ღონისძიება მიუნხენში, 2021 წლის 7-12 სექტემბერს გაიმართება და მონაწილეებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს აზიარებს. კამპანიაზე სააგენტო Jung von Matt-მა იმუშავა.

პ.ს. გადაღებისას არცერთი ძაღლი არ დაშავებულა.

ნახეთ: მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით შექმნილი პარკურის მოედანი

Porsche – ეს აზროვნების განსხვავებული სტილია!