24
Oct
2018

როგორ შევიძინოთ მანქანა ამერიკის ავტოაუქციონებზე? – “იაა მოტორსი”

24 Oct 2018

საქართველოში, ავტოიმპორტით ათობით კომპანია და ათასობით კერძო პირია დაკავებული. განსაკუთრებით აქტუალურია ავტომობილის ონლაინ აუქციონზე შეძენა და ჩამოყვანა, რადგან ამ გზით საბაზროზე, დაახლოებით, 30%-ით იაფად არის შესაძებელი სასურველი ავტომობილის ყიდვა. ამის მიუხედავად, მანქანის შეძენის მსურველები ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან მომსახურებით. მიზეზი სხვადასხვაგვარია: ზოგისთვის დამაბნეველია აუქციონზე მყოფი მანქანის შესახებ არასრული ინფორმაციის ქონა, ზოგი ავტომობილის ნახვის გარეშე მის შეძენას ერიდება, სხვები ავტოაიმპორტიორების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ. “იაა მოტორსი” ავტომობილების იმპორტ-ექსპორტზე 10 წელია მუშაობს და სფეროსთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების გამოსწორებას საკუთარი სერვისით ცდილობს: “ჩვენ , შეგვიძლია ამერიკის ნებისმიერ აუქციონზე, ნებისმიერ წერტილში მანქანის შეძენა და მისი ტრანსპორტირება ”. აღსანიშნავია, რომ კომპანია უმსხვილესი ამერიკულ სადაზღვევო ავტოაუქციონის (IAAI.com) ოფიციალური წარმომადგენელია რეგიონში და პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ქვეყნის ბაზარზეც ოპერირებს. დეტალებზე “იაა მოტორსის” მარკეტინგის დირექტორს, გიორგი ლობჯანიძეს, ვესაუბრეთ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

M: რა სირთულეებს აწყდებიან ავტომობილის შეძენისას მსურველები?

სირთულეები, ძირითადად, დაკავშირებულია მომსახურებისა და კომპეტენციის არასათანადო დონესთან, რაც საბოლოოდ აისახება მომხმარებლისთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებაშიროცა მანქანას ყიდულობ აუქციონზე, სადაც ძირითადად დაზიანებული ავტომობილებია წარმოდგენილი, საჭიროა მაქსიმალურად სწორად შეაფასო მისი მდგომარეობა ფოტოებიდან, ასევე აუქციონზე მითითებული ინფორმაციიდან, განსაზღვრო ყველა შესაძლო ვარიანტი, რას უნდა ელოდოს მყიდველი და რისთვის უნდა იყოს მზად ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანი, რომელსაც სურს შეიძინოს ავტომობილი და სათანადოდ ვერ ერკვევა მისი არჩევაშეძენის სპეციფიკაში, იღებს მწირ და ხშრად, არასწორ ინფორმაციას, რის შედეგადაც, ექმნება არასწორი მოლოდინი და საბოლოოდ, რჩება იმედგაცრუებული. ეს კი მომსახურების სფეროში ფატალური შედეგია. პრობლემებს აწყდებიან, შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირების პროცესშიც. ჩვენ ამ კუთხით გვყავს პარტნიორი კომპანია „VS Brothers”, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და ერთობლივი მუშაობის შედეგად მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი უსიამოვნო შემთხვევების რიცხვი.

M: რატომ არის რთული სასურველი ავტომობილის მოძებნა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ავტომობილის შერჩევა უამრავ მცირე დეტალთან არის დაკავშრებული, რაც საბოლოო ჯამში, მისი მდგომარეობის მაქსიმალურად რეალური სურათის დანახვაში გვეხმარება. მომხმარებლების დიდ ნაწილ აქვს განსაზღვრული თანხა მანქანისთვის, მაგრამ არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება,შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი მისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, ზუსტად განვსაზღვროთ მისი სურვილების თანაფარდობა შესაძლებლობებთან და ამის საფუძველზე, შევთავაზოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც მის იმედს გაამართლებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “იაა მოტორსი” ამას უკვე 10 წელია ძალიან ზუსტად და პროფესიონალურად აკეთებს, რაზეც მეტყველებს, მომხმარებელის ლოიალური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

M: გვიამბეთ “იაა მოტორსზე”…

ჩვენი კომპანია 2008 წელს შეიქმნა და დღეს იმყოფება ლიდერ პოზიციაზე, ავტომობილებისა და მოტოტექნიკის იმპორტექსპორტის სფეროში. 2011 წელს გავხდით უმსხვილესი ამერიკული ავტოაუქციონის, IAAI.comის ოფიციალური წარმომადგენლები რეგიონში, რამაც საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დავახლოვებოდით ამერიკის ბაზარს და უფრო მეტი სიზუსტით გაგვეწია სერვისი, მომხმარებლებისთვის, ამ ყველაფერმა კი, საბოლოო ჯამში, მოგვცა კმაყოფილი კლიენტების უზარმაზარი ბაზა.

კომპანია ორიენტირებულია საზღვრების მუდმივ გაფართოებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზეწარმატებულად ვაგრძელებთ პარტნირობას ამერიკულ მხარესთან (IAAI.com), რისი დასტურიც არის ჩვენი ოფისები აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში, რომელიც ახლახან გავხსენით და სულ მალე, კიდევ ორ ქვეყანაში ვგეგმავთ გასვლას.

M: მოგვიყევით IAAI-ის ავტოაუქციონის შესახებ…

IAAI.com არის უმსხვილესი ამერიკული სადაზღვევო ავტოაუქციონი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით მანქანის რეალიზაციას ახდენს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიო ავტობიზნესში. ვისაც ერთხელ მაინც უყიდია მანქანა აუქციონზე, აუცილებლად სმენია ამ კომპანიის შესახებ.

ჩვენთვის საამაყოა მსგავსი პარტნიორის ყოლა, რომელიც მუდმივად გვიცხადებს ნდობასა და მხარდაჭერას ასევე სჯერა და მოგვყვება იმ ამბიციებში, რომელიც მაქსიმალურად მეტი ქვეყნის ბაზრის ათვისებას გულისხმობს.

[R]

განხილვა