in

IAFC მოდის ინდუსტრიაში ცხოველთა ბეწვის შესამცირებლად მეტავერსს მიმართავს

ვეგანური ტყავით დაწყებული, ლაბორატორიაში მოყვანილი ბრილიანტებით დასრულებული, მოდის ინდუსტრია ახალ ინოვაციურ გზებს მიჰყვება. ახლა კი ერთ-ერთ ალტერნატივად მეტავერსი გამოჩნდა.

ბეწვის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციამ (IAFC) უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, რათა მოდაში ცხოველების ტყავი არ მოხვდეს. ეს უკანასკნელი არცერთ ცხოველს არ აზიანებს, რადგან მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს. IAFC-ის თანახმად, ეს სრულიად ეწინააღმდეგება რეალურ სამყაროს, სადაც ყოველწლიურად 100 მილიონი ცხოველი იხოცება მხოლოდ და მხოლოდ დიზაინერებისა და მათი მომხმარებლების სურვილის დასაკმაყოფილებლად.

ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფი სრული სერვისის ციფრულ სააგენტო Mobiquity-თან და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტუდენტებთან კოლაბორაციაში მუშაობს, რათა UNFUR მოდის 5 კოლექცია შექმნას. თითოეული მათგანი ბეწვის ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება და ისინი NFT-ის სახითაა წარმოდგენილი. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი სრულიად ამ საქმეს მოხმარდება, მასშტაბების გასაზრდელად.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mobiquity Europe (@mobiquityeu)

ალბათ, აქ ყველას ერთი აზრი გიტრიალებთ გონებაში: შეიძლება ითქვას, რომ NFT-ების და კრიპტოვალუტების დომინირება შედარებით „სასტიკი კლიმატია“. სწორედ ამ მიზეზით, IAFC-მა მდგრადი Flow ბლოკჩეინი აირჩია. იგი მხოლოდ 0,18 გიგავატ საათს მოიხმარს.

მოკლედ რომ ვთქვათ, UNFUR მოდაში მეტავერსის პოტენციალს იკვლევს, მეტად ეთიკური მომავლის შესაქმნელად. ცხადია, კოსტიუმების შექმნა უსასრულო რაოდენობის გზით შეიძლება, რაც მრავალ შესაძლებლობას უხსნის კარს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mobiquity Europe (@mobiquityeu)

ინდოეთის ქუჩებში AUDI-ს რიქშები გამოჩნდება

როგორ მოქმედებს „ურბანული ჯუნგლების“ ვირტუალური გამწვანება ჩვენზე? — კვლევა