in

ღვინის ტური ქართლში, „მარინას ღვინო“ და ფესტივალი „შერეკილები“ – შთაბეჭდილებები „იაგოს მარნიდან“ 

ქალ მეღვინეთა მარშრუტის კვალდაკვალ, თქვენ იმოგზაურებთ იმ მარნებში, სადაც ქალებმა საკუთარი მეურნეობები მოაწყვეს. ისინი ვიზიტორებს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარმასპინძლობის ისტორიას წერდა.

ქალ მეღვინეებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა,  თავად გახსნა საკუთარი ღვინის საწარმო, ვენახს უვლის და დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინის წარმოების პროცესს ასრულებს. დღეს მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

თბილისიდან გამგზავრების შემდეგ მალევე გაივლით წეროვანს, სადაც  ავტობანიდან სოფელ ჩარდახისკენ არის გადასახვევი. ყვავილებითა და ღვინის ჭურჭლით მოხატული კარიბჭე მარინა კურტანიძის მეურნეობაზე მიგანიშნებთ

მეღვინეობა მარინამ მეუღლესთან ერთად 2003 წლიდან დაიწყო. შემდეგ, ღვინის წარმოებას თავადაც მიჰყო ხელი დაიაგოს მარანშისაკუთარი სახელობის ღვინის ჩამოსხმას შეუდგა. ნატურალურ ღვინოს, ტრადიციულად, ქვევრში ავარგებენ. 0.5 ჰექტარზე ოჯახს ჩინურის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული, 0.5 ჰექტარს შავკაპიტო იკავებს

აქაური გარემო განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაშიც მარნის კედლებზე ტურისტების მიერ დაწერილი შთაბეჭდილებებიც დაგარწმუნებთ. მარანს სადეგუსტციო ტურის დროს დაათვალიერებთ.  ღვინის ისტორიის გარდა აქ მოისმენთ ამბავს, თუ როგორ დაიწყო ოჯახმა ნატურალური მეღვინეობა 600 ბოთლიდან და რამხელა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ბიოღვინის წარმოება.

სადეგუსტაციოდ მყუდრო გარემოა მოწყობილი. კარგ ამინდებში ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ღია ვერანდაზეც, სადაც მარინა ოჯახური ხემსით გაგიმასპინძლდებათ. სტუმრებისთვის მეღვინე განსხვავებული არომატის ლიქიორებსაც ქმნის. ყველაზე პოპულარულია ლიქიორი ალუბლის არომატით, რომელიც  ექსპორტზე საფრანგეთის  ბაზარზეც გადის. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ 10-დან 80-ამდე პერსონაზე სადილიც.

მარინას მეურნეობაში ცალკე სივრცე უჭირავს ფანჩატურს, მწვადის კუთხეს, თონესა და არყის სახდელს. ადგილზე ხარშავენ ლუდსაც, რომელიც ბებიასეული რეცეპტით მზადდება.

თუკი ღვინის ტურს მაისს დაამთხვევთ, საინტერესო ღონისძიებაზე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამ დროს მარინას ოჯახი საკუთარ ეზოში ღვინის ფესტივალშერეკილებსმასპინძლობს

როდის სჯობს კარიერულ ზრდაში ინვესტირება

Cadbury-ს ტკბილი მოგზაურობა – შოკოლადის ცნობილი ბრენდი