როგორც ამბობენ, ყველაფერი ძველისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება შეიძლება. თანაც, ნოსტალგია ძალიან ძლიერი გრძნობაა, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებული რეტრო კონსოლებისა და პროექტების რაოდენობაც მოწმობს. მეხსიერების ზოლის აღდგენა საკმაოდ ეფექტურია მათთვის, ვინც თავდაპირველი ნიმუშების მოწმე იყო… და ამასთანავე, დიდი დატვირთვის მატარებელი ადამიანებისთვის, რომელთაც ვერ მოასწრეს ძველი პროდუქტების ხილვა — ეს მათ წარსულის ესთეტიკაში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, ძველის ახლებური პერსპექტივით დანახვა შთაგონების წყაროს წარმოადგენს. სწორედ ასეთი ინსპირაციის შედეგია მაკინტოშის ახალი კონცეფცია, რომელსაც აწმყოში წარსული საინტერესო გზებით შემოაქვს. სავარაუდოდ, Apple არასოდეს გამოიყენებს იან ზელბოს დიზაინს ძველი კომპიუტერის გასაცოცხლებლად… თუმცა არაფერი აძლიერებს ფანტაზიას ისე, როგორც ის, რაც არასდროს ხდება.
წინა მხრიდან Retro Macintosh ძალიან ჰგავს წარსულის გამოძახილს. ორიგინალის მსგავსად, ისიც ბევრი პორტითაა აღჭურვილი. ასევე, თავდაპირველ ვერსიას იმეორებს ეფლის ცისარტყელას ლოგო, რომელსაც უკვე დიდი ხანია, კომპანია აღარ იყენებს… და მიუხედავად იმისა, რომ Apple დღემდე მრავალი პროდუქტისთვის იყენებს თეთრ ფერს, ის კომპიუტერს მაინც ძველებურ იერს ანიჭებს.

ამავე დროს, კონცეფცია ძალიან ჰგავს თანამედროვე iMac-ს — მას არ აქვს თხელი სადგამი, მაგრამ აქვს “ფეხი”, რომელიც უკანა მხარის გაგრძელებას წარმოადგენს. ამგვარად რეტრო და თანამედროვე ესთეტიკა ერთგვარ ბალანსშია.















