მილოუკ ბაქსის კალათბურთელი იანის ანტეტოკუმპო WhatApp-თან ოფიციალურ თანამშრომლობას იწყებს, 2021 წლის ოლ სტარის MVP ბრენდის ოფიციალური სახე იქნება.
აპლიკაციას 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყავს და დღეს კომუნიკაციის ერთ-ერთ უსაფრთხო და პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს. როგორც ჩანს NBA-ს ვარსკვლავიც ამ მოხმარებელთა რიცხვში შედის, როგორც ის ამბობს მშობლიური ქვეყნის დატოვების შემდეგ იქ დარჩენულ ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ WhatsApp იყო.
იანისი ნიგერიაში დაიბადა და წარმოშობითაც იქედან არის, შემდეგ ემიგრაციით საბერძნეთში გადავიდა, სწორედ აქ დაიწყო დიდი თავგადასავალი. 2013 წელს დრაფტზე მისი არჩევის შემდეგ კალათბურთელმა დიდ ავიაციაში გადაინაცვლა, NBA-ში დაუღალავი შრომისა და ვარჯიშის შემდეგ კი მომდევნო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.იანისს უდიდესი ფანების არმია ყავს, კალათბურთელი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, გარდა ამისა ჩართულია სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და აქტივობებში.
“ყველამ იცის რომ ნიგერიის შემდეგ საბერძნეთში ვცხოვრობდი, ეს პერიოდი საკმაოდ გარდამავალი და რთული იყო, ასაკის მატებასთან ერთად პრობლემები უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობის ხდებოდა, თუმცა იყო უამრავი სირთულე. ოჯახთან შორი მანძილი ძალიან მაწუხებდა, მათთან კომუნიკაციაში კი WhatsApp ძალიან მეხმარებოდა, მინდოდა იმ გარემოსთან და კულტურასთან ახლოს ვყოფილავი და მანძილს ეს ყველაფერი ჩემში არ გაექრო, არ მინდოდა იდენტობა დამეკარდა, მე ვამაყობ ჩემი წარმომავლობით და იმ ადგილით, საიდანაც მოვდივარ” – ამბობს იანის ანტეტოკუმპო.
2022 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩში იანისმა ახალი კოლაბორაციის ფარგლებში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, სპეციალურ ამ თანამშრომლობისთვის შეიქმნა ჰუდი, რომელიც აპლიკაციის ფერებშია გადაწყვეტილი, მთავარი დეტალი კი +234-ს, ციფრების ეს კომბინაცია ნიგერიის სატელეფონო კოდს წარმოადგენს.
კომპანიასა და კალათბურთს შორსმიმავალი მარკეტინგული გეგმები აქვთ, თანამშრომლობის შედეგად იანისი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს მიიღებს.
“ყველანი ბედნიერი ვართ, იანისის სახით სანდო და ძლიერი პარტნიორი შევიძინეთ. ის საოცარი სპორტსმენი და ასეთივე ადამიანია. გვიხარია რომ ეს თანამშრომლობა შედგა, ამბიციური გეგმები გვაქვს, გულშემატკივარს უამრავ სიურპრიზს ვპირდებით” – ამბობს WhatsApp-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯეიმს ლერნი.