in

ახალგაზრდა იაპონელი გოგონები საკუთარ სხეულზე სარეკლამო სივრცეს ყიდიან

იაპონურმა სარეკლამო კომპანია Absolute Territory PR რეკლამისთვის ახალი სივრცე აღმოაჩინა. არც მეტი და არც ნაკლები ახალგაზრდა გოგონების ფეხები…

იდეა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მარტივი და მომგებიანია. ახალგაზრდა გოგოები (+18) რომლებიც რეგისტრირდებიან სარეკლამო სააგენტოში, თავის ფეხებს  როგორც სარეკლამო სივრცეს ისე ყიდიან. ხელშეკრულება შემდეგია: გოგოს, რომელსაც ფეხზე რეკლამა აქვს დატანილი დღეში  8 საათის მანძილზე ქალაქში  უნდა დადიოდეს  და ამის დამამტკიცებელ საბუთს ყოველდღე Facebook–ში და სხვა სოც.ქსელში უნდა ანთავსებდეს.

ცნობილი ფრაზიდან გამომდინარე  ‘sex sells’ ასეთი ფორმის რეკლამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. The Daily Mail–ის მონაცემებით  უკვე 1300 ახალგაზრდა გოგოს ფეხია დარეგისტრირებული როგორც სარეკლამო სივრცე.

წარმოგიდგენთ მაკდონალდსის პირველ ჯამბაზს

აი ამიტომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი