in

იაპონელი მკვლევარი ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს!

ახალი ვაქცინა ორგანიზმში Th2 იმუნურ უჯრედებს წარმოქმნის

ალცჰაიმერი დამანგრეველი დაავადებაა და მის წინაშე მრავალი ადამიანი იმყოფება. ალცჰეიმერის დაავადება, რომელიც დემენციის შემთხვევების 67%-ს შეადგენს, მოქმედებს მეხსიერებასა და შემეცნებაზე. მართალია, ამ ეტაპზე შესაბამისი პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ბოლო წლებში კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, ვაქცინის შექმნის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. კერძოდ, იაპონელი მკვლევარი დოქტორი ტაკეში ტაბირა ცდილობს, ტვინში მავნე ცილების დაგროვებას ებრძოლოს. 

როგორც თავად ტაბირა განმარტავს, მისი კვლევა იმაზეა კონცენტრირებული, რაც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მთავარ ძალად ითვლება – მას სენილურ დაფას უწოდებენ. ისინი ტვინის ნეირონებზე ჩნდება და მათ ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს. უშუალოდ სენილური დაფები კი ბეტა-ამილოიდური ცილებით წარმოიქმნება, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფა ნეირონებიდან. 

ჯერ კიდევ 1999 წელს ამერიკელი მეცნიერის დოქტორ დეილ შენკის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მან თაგვებში ალცჰაიმერის საწინააღმდეგოდ ბეტა-ამილოიდური ინექცია გამოიყენა. ეს ორგანიზმის იმუნური პასუხი იყო და საკმაოდ დიდ პოტენციალსაც შეიცავდა. თუმცა ადამიანებზე ცდა მას შემდეგ შემცირდა, რაც რამდენიმე მონაწილეს ტვინის ანთება განუვითარდა – ეს ნეირონების სამიზნეზე იმუნური რეაქციის გადაჭარბებული მოქმედებითაა გამოწვეული. 

ახლა კი დოქტორი ტაბირა იმედოვნებს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს. იგი გენს უვნებელ ვირუსულ ვექტორში ათავსებს, რომელიც ადამიანში ამილოიდ-ბეტა ცილების გამომუშავებას იწვევს. საბოლოოდ ის იხსნება და ნაწლავებში შეიწოვება, წარმოქმნის Th2 იმუნურ უჯრედებს – ეს უკანასკნელი სხვა იმუნურ უჯრედებს ანტისხეულების წარმოებისკენ უბიძგებს. შედეგად კი ანტისხეულები შედის სისხლში, მიემართება ტვინისკენ და ამილოიდ-ბეტას შემცირებაზე ზრუნავს. მათი განეიტრალების შემდეგ კი ამ ფუნქციას ტვინის იმუნური უჯრედები ითავსებს. 

თაგვებსა და მაიმუნებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა მართლაც ამცირებს ბეტა-ამილოიდური ცილების დაგროვებას. შემდეგ ნაბიჯს დარჩენილი ტესტების ჩატარება და ადამიანების ცდისთვის მომზადება წარმოადგენს. 

ამასთან, სხვა კვლევები ტაუ ცილის როლზე აკეთებს აქცენტს. ვაქცინა, რომელიც ამჟამად ცდებს გადის, ცნობილია როგორც AADvac1 – იგი დოქტორი ტაბირას მოდელის ანალოგიურად მუშაობს, მაგრამ ტაუ ცილაზე ფოკუსირდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაივლის ეს ვაქცინები ადამიანებზე ცდას და დამტკიცდება თუ არა ფართო საზოგადოების მიერ. თუმცა ასეთ აქტიურ კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვაქცინისა და განკურნების პოვნის თვალსაზრისით. 

მეცნიერები ცოცხალი უჯრედების მიმბაძველ ხელოვნურ უჯრედებს ქმნიან

Amazon საათობრივი თანამშრომლებისთვის კოლეჯის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს