იაპონური ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, „მაზდა ცენტრი” აგრძელებს თავის საგაზაფხულო კამპანიას „ალუბლის ყვავილობა”, რომელიც სხვადასხვა პროფესიის, საინტერესო ადამიანების დახმარებით, იაპონური კულტურის შესახებ გვაწვდის ცნობებს. კამპანიის მიზანი ამ ქვეყნის უკეთ გაცნობა და მის შესახებ საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი ინფორმაციის მიღებაა…
„ალუბლის ყვავილობა” მოიცავს ვიდეოების სერიას, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტზე, ისტორიაზე ან კულტურულ მიმდინარეობაზე გვიყვება. მორიგი ვიდეოს წარმდგენია ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, რომელიც გვესაუბრება იაპონიაზე, როგორც ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კუთხით, მოწინავე ქვეყანაზე მსოფლიოში. ფსიქოლოგი გვაცნობს იმ ძირითად თვისებებს, რაც იაპონელებს ეხმარებათ, იყვნენ პირველ პოზიციებზე აღნიშნულ დარგებში. ის ასევე განიხილავს იმ ღირებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს იაპონელთა ცხოვრებაში.
[R]











