in

იაპონიაში რობოტებს სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის გამოიყენებენ

რობოტი “OriHime” Ory Laboratory-მ შექმნა

ადამიანთა ნაწილისთვის სოციალური ურთიერთქმედება მეტად დამღლელი და შემაწუხებელია. არსებული პირობები მათთვის შფოთვის მიზეზი ხდება… ამის საწინააღმდეგოდ, ქალაქ კობეს მთავრობამ განაცხადა, რომ დეკემბრიდან მაცხოვრებლებს რობოტულ ალტერ-ეგოს გამოყენება შეეძლებათ. ამრიგად, კობე პირველი საქალაქო მთავრობა გახდება იაპონიაში, რომელიც რობოტებს ამ მიზნით იყენებს.

Ory Laboratory-მ ცხრა დუიმიანი “OriHime” რობოტები თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პაციენტებისთვის შექმნა. ახლა კი რობოტებს საზოგადოებისაგან იზოლირებული ადამიანების “ჩასანაცვლებლად” გამოიყენებენ — მათი სახელით რობოტები დაუკავშირდებიან სხვებს.

მოხსენების თანახმად, იაპონია 1990-იანი წლებიდან ებრძოდა ჰიკიკომორის — უკიდურესად ასოციალური ადამიანების მზარდ ნაკადს. თუმცა ეს პროცესი Covid-19-ის პანდემიის შემდეგ მეტად მოექცა ყურადღების ქვეშ, რადგან ვირუსმა დიდი გავლენა იქონია ადამიანთა ფსიქიკაზე. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ თვითმკვლელობებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, იაპონიამ თებერვალში “მარტოსულობის საკითხში” პირველი მინისტრი დანიშნა. 

ინოვაციური Orihime რობოტი საკმაოდ კომპაქტური და პორტატიულია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იგი მუდამ თან ატაროს. თანაც, რობოტს სახეზე თვალებიც კი აქვს გამოსახული. ეს კი მოსაუბრეებს მეტი სინამდვილის შთაბეჭდილებას დაუტოვებს. რომ არაფერი ვთქვათ სხეულის ენის გამოყენებაზე, კერძოდ, ხელების მოძრაობაზე.

რაც შეეხება ხმას, კონკრეტული ადამიანის რეალური ხმის ნაცვლად, Orihime სისტემაში განსაზღვრული ხმით იმეტყველებს.

ჩაის რა სახეობებია გავრცელებული მსოფლიოში?

Audi E-Tron უკვე საქართველოშია!