31
იან
2018

ნაყინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზეც არ დნება – იაპონური პროდუქტი

31 იან 2018

გემრიელი ნაყინის გარეშე ზაფხული უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა, არაჩვეულებრივ გემოს თან დნობის უსიამოვნო პროცესიც ახლავს. იაპონელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ დაერღვიათ ბუნების კანონები და ნაყინის ისეთი ახალი სახეობა შექმნეს, რომელიც მაღალ ტემპერატურაზეც კი არ რეაგირებს და ინარჩუნებს ფორმას. ეს პროდუქტი იაპონიის Biotherapy Development Research Center-ის სამეცნიერო ჯგუფმა შექმნა. მათ ეკუთვნით უდნობი ყინულის ფორმულაც. იაპონელების მიერ მომზადებული ახალი ნაყინი, მარწყვის პოლიფენოლს შეიცავს, სწორედ ეს ნივთიერება ეხმარება პროდუქტს შეინარჩუნოს ფორმა, კონსისტენცია და როგორც ამბობენ, გემრიელი არომატიც.

განხილვა