in

იაპონიის მთიანი ქალაქის განსაცვიფრებელი ფოტოგრაფია

იაპონია ბუნების საოცრებებით დაჯილდოებული ქვეყანაა, თუმცა არის ერთი ადგილი, რომელიც ფოტოგრაფ იასუტო ინაგაკის მუზაა. მთა ტეიტი, ფუჯისა და ჰაკუს მთებთან ერთად, ქვეყნის სამ წმინდა მთად ითვლება და ის ინაგაკის საყვარელი ადგილია გადასაღებად.

იანვრის შუა რიცხვებში, ერთ საღამოს მან შეამჩნია მოძრავი ნისლი, რომელიც მოდიოდა ქალაქ იმიზუზე. ფოტოგრაფმა ამაში მაშინვე იპოვა შთაგონება და ავიდა ჩვეულ ადგილზე, რათა ენახა, თუ რისი გადაღება შეეძლო. ნისლში ჩაძირული განათებული ქალაქი მისთვის ისპირაციად იქცა და როცა მთვარის შუქი საკმარისად მკვეთრი იყო საიმისოდ, რომ აქ ფოტოსესია მოეწყო, არტისტმა გადაღება დაიწყო.

მან იმ საღამოს 20 სურათი გადაიღო, თუმცა მხოლოდ სასურველი 5 შეარჩია. შედეგად კი თვალწარმტაცი ფოტოები მიიღო, რომელშიც ბუნებისა და ადამიანის ხელით შექმნილის შერწყმა ვლინდება. ფოტო, სახელწოდებით, The Miracle of Toyama ფოტოგრაფს ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მის გადაღებულებს შორის ეს საუკეთესო ნამუშევარია.

ფოტოარტისტი იმედოვნებს, რომ ამ ფოტოს ყველა მნახველი შეძლებს იგივე ემოციის განცდას, რაც მან პირადად, იმ საღამოს, იმ ადგილას ყოფნის დროს განიცადა. ასევე, მისი სურვილია, რომ ეს ნამუშევარი სხვა არტისტებისთვის გახდეს შთაგონების წყარო, სხვა ადამიანებისთვის კი მოტივაცია, რათა დააფასონ სილამაზე, რომელიც მათ გარშემოა.

უარი რუსეთს, SCHALKE 04-ს მაისურზე გაზპრომის წარწერა აღარ ექნება

რა არის კიბერომი და როგორ იბრძვიან Anonymous ჰაკერები?