14
Feb
2019

იაპონიაში გამართულ კონკურსზე ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 Feb 2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. ორმაგი ოქროს მფლობელები გახდნენ: „შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – „საფერავი“ და „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“.

mBank QR
mBank QR

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

განხილვა