15
Jun
2016

იარლიყმა ახალი მარკეტინგული დანიშნულება შეიძინა – ბრენდი Columbia ლაშქრობის მოყვარულთა მხარდასაჭერად

15 Jun 2016



“შესანიშნავია! ახლა კი ეცადე უკეთ გააკეთო!” – ერთი ქალბატონის ამ ფრაზამ Columbia-ს შესანიშნავი იდეა შთააგონა. ამჯერად, ბრენდმა სიახლე არა ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის, არამედ, ეტიკეტების სახით წარმოგვიდგინა. სპეციალური ტექნოლოგიითა და მასალით შექმნილი ეტიკეტები საკმაოდ მოსახერხებელი, მრავალფუნქციური და კომფორტულია. საკერავი, სათევზაო, გასაწმენდი  საშუალებები, პატარა ჯიბის დანა და კომპასი, – ეტიკეტების ეს ნაკრები უკვე Columbia-ს ნებისმიერ პროდუქტს მოყვება.

სპორტულმა კომპანიამ სპეციალური ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელიც თითოეული მათგანის მუშაობის პრინციპს აგიხსნით. სულ მალე Columbia–ს პროდუქცია ახალი ეტიკეტებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

ასეთ იარლიყებს ნამდვილად არავინ გადაყრის. პირიქით, ლაშქრობისა და თევზაობის მოყვარულები მას ნამდვილად დიდი სიამოვნებით შეინახავენ და შეაგროვებენ. რა ჯობია: პატარა მოსახერხებელი მრავალფუნქიონალური ეტიკეტები, თუ უშველებელი ხელსაწყოები, რომლებიც დიდ ადგილს იკავებენ?! 

განხილვა